20:20, Sunday, 29.03.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

უგზოობა ნინოწმინდის სოფლებში

04.07.2008
გულო კოხოძე, ნინოწმინდა

უგზოობა ნინოწმინდელებისათვის დიდ პრობლემას წარმოადგენს. მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ მალე ეს პრობლემა ნაწილობრივ მოიხსნება. ნაწილობრივ იმიტომ, რომ გზების რეაბილიტაცია მხოლოდ რამდენიმე სოფელში განხორციელდება. 
                           
ახალქალაქი-ნინოწმინდას შემაერთებელი ცენტრალური ტრასა უკვე დაგებული და გარემონტებულია. სოფლებში მიმავალი გზა კი საშინელ მდგომარეობაშია.
აქაურებისათვის გადაადგილების უმთავრეს საშუალებად ისევ მარხილი და უღელში შებმული ხარი რჩება.

საოცარი კონტრასტია ტრასაზე 200 კილომეტრიანი სიჩქარით მიმავალი ბოლო გამოშვების რომელიმე მარკის მანქანა და  მინდორში, ოთხთვალაში შებმული ცხენი.

აბო პაპასთვის ჯიპი არაფერს წარმოადგენს:  - ,,ჯერ იმიტომ რომ ტარება არ ვიცი”, - ამბობს ღიმილით მოხუცი და ამატებს  - ,,სოფელში ისეთი გზაა, ეს მანქანა ერთ კვირაში ქათმების საბუდრად გამომადგება, ისე დაიშლება”. 

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 2008 წლის ბიუჯეტში გზების სარეაბილიტაციოდ 135 ათასი ლარია გათვალისწინებული.
მამზარა, ეშტია, გონდურა, დილიფი, დიდი და პატარა ხანჩალი იმ სოფლების ნუსხაში მოჰყვა სადაც გზა გაკეთდება.

„135 ათასიდან 90 ათასი ლარი ქალაქის გზებზე დაიხარჯება. დანარჩენი თანხა კი ასე გადანაწილდა: 26 ათასი – სოფლებს მამზარა, დიდი და პატარა გონდურა და დილიფი, 12 ათასი - დიდი და პატარა ხანჩალი, 7 ათასი – ეშტია, თორიჯა, უჩმანა“, - აცხადებს  ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგებელი სურენ მოსოიანი.
 
მოსახლეობის განცხადებით, გამგებლის მიერ მოყვანილი თანხით გასაკეთებელი გზების ერთი მესამედიც არ შეკეთდება.

,,აქ გზები ისეა გასაკეთებელი, ასჯერ 135 ათასი არ ეყოფა. საუკუნეა სოფლებში ,,ხრეშიც” კი არ დაყრილა. დიდი მანქანებიც ვეღარ აღწევს მაღალ სოფლებამდე”, - ამბობს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანჩალის მკვიდრი 71 წლის გაბრიელ  ესოიანი.

,,გავახსენდით ვინმეს? რაღაც არა მგონია. წლებია ჩვენი, ხალხის ამბავი აღარავის უკითხავს. გზის დაგების იმედიც არ მაქვს”, - მიაჩნია სოფელ გონდურას მკვიდრ გაიანე ტონაკანიანს.

,,უგზოობის გამო ისევ ცხენებით და მარხილებით დავდივართ. გაწამებული და გატანჟული ვართ ხალხი. ბაღებიდან ათი კილომეტრის სიშორიდანაც კი, ან ზურგით, ან ცხენებით მოგვაქვს ტვირთი”, - ამბობს სოფელ ხანჩალის მცხოვრები ლარისა ბაბოიანი.
 
„ჩვენი სოფლის გზები გაცილებით ცუდ მდგომარეობაშია, ვიდრე, მაგალითად, დიდ ხანჩალში. სოფლიდან ფეხმძიმეები ან ავადმყოფები რომ წავიყვანოთ ქალაქში ცოცხალმკვდრებს ჩავიყვანთ“, - ამბობენ სოფელ არაგიალის მცხოვრებნი.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით სამუშაოები მაღალ დონეზე მიმდინარეობს.

„გზები წვრილი ქვებით იფარება. გამოყოფილი სახსრებით, სხვაგვარი რემონტის ჩატარება შეუძლებელია. წარვადგინე პუშკინის ქუჩის მოასფალტების პროექტი, რომელსაც ორ მილიონ ლარზე მეტი სჭირდება. ამის შესაძლებლობა ჯერჯერობით არ გვაქვს“, - ამბობს ნონოწმონდის მუნიციპალიტეტის  გამგებელი.

ადგილობრივ მოსახლეობაში მიმდინარე სამუშაოების ,,მაღალ დონეზე“ შეფასება ღიმილს იწვევს.

,,ტყუილია ყველაფერი, არაფერიც არ კეთდება. ნეტა თვითონ არ ეცინებთ ასეთ რამეს რომ ამბობენ?”, -  უკვირთ აქაურებს.

სურენ მოსოიანი მოსახლეობის აზრს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ  სოფლებში გადაადგილება უკვე ტრანსპორტით შესაძლებელია.

ასფალტზე არა, მაგრამ აქაურები კარგად ,,მოხრეშილ” გზაზე კი ოცნებობენ. გზაზე, რომელზეც ცხენის ნალები მალე არ გაცვდება და ოთხთვალის ,,ბორბლებიც” ადვილად იტრიალებს.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

შშმ მსჯავრდებულთა უფლებები პენიტენციურ დაწესებულებაში
შვიდი წელია არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრში ვმუშაობ და ამდენივე წელია, რაც პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულთა უფლებრივ მდგომარეობას ვსწავლობ.
ვრცლად...
გორაშვილი vs ნაჭყებია
სიკვდილით სავსე ქალაქი
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC