კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„კასეტური ბომბების“ მოსავალი გორის რაიონის ქართულ სოფლებში

8 ოქტომბერი, 2008

ჯეფრი სილვერმენი
იან ქარვერი

2 ოქტომბერს ჯეფრი სილვერმანმა და დამოუკიდებელმა ფოტოკორესპონდენტმა იან ქარვერმა (ორივე ამერიკის მოქალაქეა) საიდუმლო გამოძიება ჩაატარეს გორის რაიონის ქართულ სოფლებში (ე.წ. უსაფრთხოების ზონა) და აღმოაჩინეს, რომ იქ კასეტური ბომბები  გამოიყენეს, რაც მანამდე საერთაშორისო ორგანიზაცია “ჰუმან რაითს ვოჩმაც” აღნიშნა სამხრეთ ოსეთზე დაწერილ თავის ანგარიშში. ამერიკელმა ჟურნალიტებმა თავი ადგილობრივებად გაასაღეს, ძველ ტანსაცმელში გამოწყობილებმა ადგილობრივი ტრანსპორტით რუსული საგუშაგოების გავლით გორისა და სამხრეთ ოსეთის საზღვარზე მდებარე ე.წ. უსაფრთხოების ზონაში შეაღწიეს. 

მათი უპირველესი მიზანი იყო დაზარალებულების მონათხრობი ჩაეწერათ და ფოტოზე დაეფიქსირებინათ კასეტური ყუმბარების გამოყენების არეალი და რუსული და ქართული ჯარების მიერ ქართული სამოქალაქო და სამხედრო ობიექტებისთვის მიყენებული ზიანის მასშტაბი. ჟურნალისტებმა მოკვლეული მასალები, მათ შორის ფოტოები,“ადამიანთა უფლებათა ცენტრის” თბილისის ოფისს გადასცეს.

კასეტური ყუმბარების მსხვერპლთა რაოდენობიდან და ჟურნალისტების ხელთ არსებული ფაქტობრივი მასალებიდან ჩანს, რომ კასეტურ ბომბებს “ბმ -21 “გრადის” ტიპის ყუმბარმტყორცნებიდან, ე.წ. “კატიუშკებიდან” ისროდნენ. როგორც ჩანს კონფლიქტის მონაწილე ორივე მხარემ ( რუსეთმა და საქართველომ) რაკეტები და კასეტური ბომბები კონფლიქტის ზონაში მყოფი ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ გამოიყენა. ზოგადად ასეთი ტიპის იარაღი ზუსტად არასოდეს ხვდება მიზანს. მას ძირითადად დიდი მსხვერპლის გამოსაწვევად იყენებენ. თუმცა, გაუგებარია,კონკრეტულად რომელმა მხარემ ისროლა კასეტური ბომბები პატარა სოფელ ბროწლეთში.   

სოფლის გათელილ ბილიკებზე გასეირნებამ ჟურნალისტები დაარწმუნა, რომ ბროწლეთში ფართოდ გამოიყენეს კასეტური ბომბები. ამ სოფელში ჯეფრი სილვერმანი (რომელიც ასევე მუშაობს საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში, სსმ) 6 კვირის წინაც იყო ბრიტანელ დამოუკიდებელ დოკუმენტალისტ ენტონი ბათსთან ერთად. მაშინ ადგილობრივმა მოსახლეობამ ჟურნალისტებს უამბო, რომ კონფლიქტის დროს რამდენიმე ადამიანი, მათ შორის სამი ქართველი ჯარისკაცი და ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო რამდენიმე დაიჭრა. თუმცა, გაუგებარია ისინი უბრალო ბომბმა იმსხვერპლა თუ კასეტურმა.
 
ე.წ. უსაფრთხოების ზონაში პირველი ფარული ვიზიტის შედეგად გადაღებული შავი მასალა, რომელზეც აღბეჭდილია გაძარცვული და განადგურებული ქართული სოფლები, უცხოელმა ჟურნალისტებმა საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს გადასცეს. მასალის ნაწილი სატელევიზიო ეთერით უკვე გადაიცა და მისი ნახვის საშუალება როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო საზოგადოებას ჰქონდა. ჟურნალისტების პირველი ვიზიტის დროს რეგიონში აქტიურად მუშაობდა როგორც რუსების, ასევე ოსი სეპარატისტების პატრული. მათი ქვეითი პატრულირების გამო ჟურნალისტებმა ვერ გარისკეს დიდი ხნით რეგიონში დარჩენა და ძირფერსვიანი გამოძიების ჩატარება იმის დასადგენად, თუ რა მოხდა სინამდვილეში. ჟურნალისტებს ასევე სურდათ გაეგოთ რა სახის იარაღი გამოიყენეს კონფლიქტის დროს და საიდან იყო იგი შემოტანილი.  
აფეთქების შემდეგ კასეტური ჭურვები პირდაპირ მიზანს ზუსტად არ ხვდება ამასთან დიდ ფართობზე ვრცელდება, ამიტომ მათი გამოყენება დასახლებულ პუნქტებთან ახლოს განსაკუთრებით სახიფათოა. კასეტური ჭურვები ჩვეულებრივ დიდი რაოდენობით გამოიყენება და ალბათობა იმისა, რომ ყველა კასეტური ბომბი აფეთქდება მცირეა, ბევრი ბომბი აუფეთქებელი რჩება. კონფლიქტის დასრულების შემდეგ ისინი ისეთივე პრობლემას ქმნის როგორც ნაღმები.

ადამიანთა უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ “ჰუმან რაითს ვოჩმა,” გლობალური მორატორიუმი გამოაცხადა კასეტური ჭურვების გამოყენებაზე, რადგან ისინი გაუმართლებელ მსხვერპლს იწვევდა როგორც კონფლიქტის დროს, ასევე მის შემდეგ. 

ჯეფრი სილვერმანი, რომელიც რამდენჯერმე იმყოფებოდა რუსეთის მიერ კონტროლირებად ე.წ. უსაფრთხოების ზონაში, მათ შორის სამხრეთ ოსეთის რამდენიმე სოფელში, და იან ქარვერი-საქართველოში მცხოვრები დამოუკიდებელი ჟურისტი 2 ოქტომბერს ჩავიდნენ სოფელ ბროწლეთში, რათა სრულად აღებეჭდათ ფირზე ბროწლეთში ჩამოდგებული კასეტური ბომბები. აღსანიშნავია, რომ ბროწლეთი ეწ. სამხრეთ ოსეთის დედაქალაქ ცხინვალისკენ მიმავალ ცენტრალურ გზაზე მდებარეობს.

როგორც იანმა ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანთა უფლებათა ცენტრში“ აღნიშნა,“ახლა ვაშლის მოსავლის აღების დროა შიდა ქართლის რეგიონში, თუმცა ბევრი ფერმერი ამას ვერ ახერხებს. მოსახლეობას მიწის ნაკვეთებში, ხილის ბაღებში შესვლისა და საძოვარზე პირუტყვის გაყვანის ეშინია. ჩვენი ინფორმაციით, ჯერ არც საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები და არც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები შესულან სოფელ ბროწლეთში, რადგან ბროწლეთისაკენ მიმავალ გზაზე რუსული ბლოკ-პოსტებია განლაგებული. ისინი კი არც ქართულ და არც საერთაშორისო წარმომადგენლებს არ ატარებენ” 

ამერიკელმა ჟურნალისტებმა შეიტყვეს, რომ სოფელ ბროწლეთში ერთი მამაკაცი კასეტურ ჭურვზე აფეთქდა. აფეთქებიდან ერთი თვის თავზე იგი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ჩვეულებრივ, კასეტურ ბომბზე აფეთქებულები მაშინვე იღუპებიან, ამ ადამიანმა კი 1 თვე იცოცხლა. ბროწლეთში ჟურმალისტებმა სურათი გადაუღეს ერთ კაცს, რომელიც ჩვეულებრივ ბობმზე აფეთქდა და ერთი ფეხი დაკარგა. მის ოჯახს უკვე მოსავლის აღებისა და საქონლის თავისუფლად საბალახოდ გაშვების ეშინია.

თვითმხილველთა ჩვენებები

ბროწლეთიდან მომავალმა ჟურნალისტებმა სოფელი ქიწნისი და იქ დაკრძალული ადამიანის საფლავი მოინახულეს, რომელიც ადგილობრივების თქმით, ოსებმა მოკლეს. თვითმხილველთა ჩვენებები ჯერ არ არის ნათარგმნი, მაგრამ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ყოველწლიურ ანგარიშთან ერთად  აუცილებლად გამოქვეყნდება და ასევე გამოყენებულ იქნება ინტენეტ გაზეთის www.humanrights.ge -ს  სტატიებსა და სხვადასხვა ანგარიშებში.
იმის გათვალისწინებით, რომ საერთაშორისო მედიისა და ა.შ.შ.-ს მთავრობის მიერ ახალი დემოკრატიის ქვეყნად წოდებულმა პატარა საქართველომ სერიოზული ომი და ნგრევა გადაიტანა და იმის გათვალისწინებითაც, რომ კონფლიქტის ესკალაციის, ისევე როგორც კასეტური ბომბების ნებისმიერ დროს აფეთქების  საფრთხე კვლავ არსებობს, ურთიერთბრალდებებისა და უსაფუძვლო პანიკის დრო არ არის.

მათ, ვინც უსაფრთხოების ზონის ქართულ სოფლებში ცხოვრობს, საკუთარ თავზე გამოსცადეს ომის სიმწარე. ისინი დაიღალნენ ომის რიტორიკით.  მათ სურთ შესაძლებლობა ჰქონდეთ იმუშაონ საკუთარ მიწაზე, აიღონ მოსავალი და ცოდნენ, რომ მათ და მათ შველებს კასეტურ ბომბზე აფეთქების საფრთხე არ ემუქრებათ.

ჯეფრიმ და იანმა ასევე იარაღის საწყობი მოინახულეს, რომელიც ქართველებმა არაორგანიზებული უკანდახევის დროს აგვისტოს დასაწყისში სოფელ ქიწნისში დატოვეს.ჟურნალისტებმა ნახეს უპატრონოდ მიტოვებული იარაღი, რომელიც  საზღვარგარეთიდან, ძირითადად გერმანიიდან არის შემოტყანილი. 
 
უცხოელი ჟურნალისტებს ეს იარაღი მხოლოდ ომის შედეგების გამოსაკვლევად არ აინტერესებთ. მათ სურთ უფრო ღრმად გამოიკვლიონ და დაადგინონ რომელი კომპანიები და ქვეყნები ნახულობენ სარგებელს საქართველოს მთავრობისთვის ტერორისა და მასობრივი განადგურების გამომწვევი იარაღის გაყიდვით. საკითხისადმი ჟურნალისტების, კერძოდ კი, ჯეფრი სილევრმანის ინტერესმა საქართველოსათვის იარაღის მომწოდებელი ერთ-ერთი კომპანია გააღიზიანა. კომპანია ჯეფრი სილვერმანისთვის სასამართლოში ჩივილით იმუქრება.   

სილვერმანმა ფაქტობრივი მტკიცებულების სახით იარაღის საწყობიდან წამოღებული იარაღის ყუთის იარლიყის სკანირებული ასლი იარაღის ერთ-ერთ შესაძლო მწარმოებელ და მომწოდებელ კომპანიას, სხვადასხვა მედია საშუალებასა და ადამიანის უფლებების დამცველ ორგანიზაციებს გაუგზავნა. 

იარაღის საწყობი

ბროწლეთში ხელმეორე ვიზიტისას უცხოელ ჟურნალისტებს ადგილობროვებმა განუცხადეს, ვინც თითქოსდა კარგად შენიღბული იარაღის საწყობის ახლოს ცხოვრობდნენ, რომ რუსეთმა საწყობი რუსებმა ისე „კოხტად“ გამოასუფთავეს, რომ ვერავინ მიხვდებოდა იქ თუ ოდესმე იარაღის საწყობი იყო.

ქართველებმა სერბული წარმოების ასობით საარტილერიო დანადგარი და ათასობით ნაღმსატყორცნი სოფლის იქით, კედარისა და ნაძვის ხეებს შორის გადამალეს ( რუსებს სოფელი რომ არ აიეწიოკებინათ).    

ჟურნალისტებმა ასევე ნახეს იარაღის ცარიელი ყუთები, ასაფეთქე ბელი პროდუქტების მწარმოებელი გერმანული კომპანიის კოდით,  როცა უცხოელი ჟურნალისტი ჯეფრი სილვერმანი დაინტერესდა რა იდო ამ ყუთებში და კითხვით მიმართა ამ გერმანულ კომპანიას, კომპანიის ადვოკატისაგან პასუხად მიიღო, რომ ყუთებში ლიცენზირებული ნაღმების გასაუვნებელი მოწყობილობი ეწყო. „ ეს არის მოწყობილობა, რომელსაც გამნაღმელები გასაწმენდ გზაზე  და აფეთქებენ. ნაღმები ამ მოწყობილასთან ერთად ფეთქდება და წმენდს გზას ( ასე ხდება მაგალითად სამედიცინო პერსონალის დაჭრილებთან მიყვანა  ან ნაღმზე აფეთქებულ ტრანსპორტში მსხდომთა გადარჩენა).“

რუსების ჩამოყრილი მხოლოდ რამდენიმე ბომბი ჩავარდა სოფელში, უმეტესობა კი, სოფლის შემოგარენში აფეთქდა. თითქოს რუსებს ქართველების შეშინება სურდათ მხოლოდ. საბედნიეროდ, დაბომბვას მსხვერპლი არ მოჰყოლია სოფელ ბროწლეთში. ალბათ, ქართული იარაღის საწყობიდან წაღებულ „ნაღმების გასაუვნებელმყოფ მოწყობილობებს“ და სხვა იარაღს, რომელთა შორისაც შესაძლოა იყოს ან არც იყოს კასეტური ბომბები, რუსები სარფიანად გაყიდიან იარაღის ბაზარზე.

ჯეფრი სილვერმანი, რომელიც ამერიკის ჯარში მზვერავად რამდენიმე წელი მსახურობდა, ირონიული ღიმილით ასკვნის საკუთარი თვალით ნანახიდან გამომდინარე, რომ შესაძლოა, რუსებს სურდათ ქართული არმიას  დაეტოვებინა იარაღის საწყობი სოფელ ბროწლეთში და შემდეგ თავად ჩაეგდოთ ხელში.

“იარაღის საწყობი ყოფილი კოლექტივის შენობის ახლოს მდებარეობდა, რომელიც ვარდისფრად იყო შეღებილი და კედარისა და ნაძვების პატარა ტყეში იდგა. საინტერესოა რომ, რომ ამ შემთხვევაში კასეტური ბომბები არ გამოუყენებიათ, თუმცა კი, რომ გამოეყენებინათ თავისუფლად გაანადგურებდა არა მხოლოდ ქართულ ჯარს, არამედ მათ მიერ არცთუ კარგად დამალულ იარაღის მარაგს.”

რუსებს, ალბათ, ის უფრო აინტერესებდათ, რომ საქონელი დაეცვათ ვიდრე გაენადგურებინათ. ნათელია, რომ რუსებს ადამიანური ღირსება აღმოაჩნდათ, რადგან ამ ტერიტორიაზე დაბომბვების დროს არავინ არ დაღუპულა. ნათელია ისიც, რომ ქართული ჯარის მოულოდნელი უკანდახევის დროს უამრავი იარაღი დარჩა სოფელშიც და მინდვრებშიც.

რუსების მიერ ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შემდეგ ნაღმმტყორცნები დარჩა; ადგილობრივების ინფორმაციით, რუსებმა გაზიდეს უამრავი იარაღი და ამ საქმეს მხოლოდ მაშინ მორჩნენ, როდესაც გორში დარჩენილი უკანასკნელი იარაღიც გაიტანეს.

იან ქარვერმა და ჯეფრი სილვერმენმა ერთადერთი ნაღმმტყორცნი, რომელიც იქ აღმოაჩინეს, ჩადეს იმ სამარხში, რომლიდანაც ცოტა ხნის წინ ოჯახმა ამოიღო ომის დროს, 7 აგვისტოს მოკლული მამაკაცის გვამი. ოჯახმა მისი სხეულის გადასვენება სიკვდილიდან რამდენიმე კვირის შემდეგ შეძლო საკუთარ სოფელში. იანი და ჯეფრი ფიქრობდნენ, რომ გათხრილი საფლავი შესაფერისი ადგილი იყო ნაღმმტყორცნის დასამალად ვიდრე ექსპერტები არ მოახდენდნენ მის განეიტრალებას.

თბილისში დაბრუნების შემდეგ იან ქარვერი დაუკავშირდა განაღმვით ოპერაციებში მონაწილე საერთაშორისო ორგანიზაცია „ჰალო ტრასტს“ და აცნობა ბუფერულ ზონაში არსებული სიტუაციის შესახებ. მან ასევე რუკაზე მიუთითა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს ის ადგილები, თუ სავარაუდოდ სად მდებარეობს ასაფეთქებელი ნივთიერებები.

„ჰალო ტრასტმა“ დადებითად შეაფასა ჟურნალისტების ვიზიტი კონფლიქტის ზონაში და აღნიშნეს, რომ რუსმა სამხედროებმა რამდენჯერმე გამოაბრუნეს ისინი ბუფერული ზონიდან და არ შეუშვეს სოფლებში. მიუხედავად ამისა, მათმა გუნდმა იცის, რომ ახლა სოფლებში მოსავლის აღების პერიოდია და საჭიროა ტერიტორიის დაუყოვნებლივ გაწმენდა. ამას გარდა ზამთარი ახლოვდება და ფოთლები მალე დაფარავს ძალიან ბევრ ნაღმს.

საქართველოს ხელისუფლების საერთაშორისო ურთიერთობების ერთ-ერთი წარმომადგენელი  6 ოქტომბერს წერდა რომ “როგორც მოგეხსენებათ, თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია ზუსტად ასახავს იმ რისკსა და ნაბიჯებს, რაც უკავშირდება ტერიტორიების განაღმვას და მეორე, ინფორმაცია გვეხმარება გავაანალიზოთ არსებული სიტუაცია. იდეა ის არის, რომ ჩვენ, სულ ცოტა, ერთ სოფელში მაინც გვაქვს ჩატარებული გამოძიება; იქ აღმოვაჩინეთ ქართული ნაღმები, რომლებიც აშკარად ჩამარხულია და არა ნასროლი (ამის ვარაუდის მიზეზს იძლევა ის ფაქტი რომ ადგილზე ჩასული ექსპერტები, რომლებმაც ტერიტორია შეამოწმეს, ამტკიცებენ რომ არც ერთი ნაღმი აფეთქებული არ არის) ასე რომ, მე არ ვიცი ვინ, როდის და ვის ისროლა ეს ჭურვები ომის დროს (მტკიცებულებები ექსპერტების, რეპორტიორების, დამკვირვებელებისა და ადამიანის უფლებათა დამცველების მიერ არის შეგროვებული).; მაგრამ მე  სერიოზული ეჭვი მაქვს, რომ რუსი ჯარისკაცები ცდილობენ საკუთარი ბრალეულობა კასეტური ბომბების გამოყენების შესახებ გაუნაწილონ ქართველებსაც და ტერიტორიაზე მარხავენ ნაღმებს; ჩვენ კი არ გვინდა საბოლოოო დასკვნებს წინ გავუსწროთ”.

აშკარაა, რომ კასეტური ბომბები აგვისტოს ომის დროს ორივე მხარემ გამოიყენა. თუმცა, ძნელია ზუსტად დაადგინო რომელი მხარე უფრო დამნაშავეა ამაში. ამის დასადგენად საჭირო იქნებოდა დავადგინოთ თითოეული ადამიანი რომელი ბომბის ჩამოვარდნით ან აფეთქებით გარდაიცვალა. უფრო ძნელი იქნება დაამტკიცო რომელმა მხარემ ჩამოაგდო ან ისროლა კასეტური ბომბი.

დასავლეთის ქვეყნებსა და საქართველოშიც ძალიან ბევრს ეშინია მსგავს დისკუსიებში მონაწილეობის მიღებისა მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად ხდება იმის მტკიცება, რა საშიშია კასეტური ბომბების გამოყენება. ნიუ-იორკში მოქმედი ერთ-ერთი გაზეთის ჟურნალისტმა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეს კითხვა დაუსვა ისრაელის წარმოების კასეტურ ბომბებზე, რომელიც აგვისტოში გამოიყენეს, ომის დროს. მინისტრის მოადგილემ დაადასტურა, რომ მართლაც გამოიყენეს ეს ბომბები. თუმცა, დაჟინებით ამტკიცებდა, რომ ეს ბომბები დასახლებულ ტერიტორიებში არ ჩამოუყრიათ.

საუბედუროდ, ყოველთვის არსებობს რაღაც, რისი გაგონებაც ხალხს არ უნდა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს უფრო გაართულებს სიტუაციას. ამ სტატიის მიზანი არ არის რუსეთის ან საქართველოს დაგმობა ან მხარდაჭერა მათ მიერ კასეტური ბომბების გამოყენების გამო; ჩვენ იმის თქმა გვინდა, რომ ორივე მხარემ გამოიყენა კასეტური ბომებები (და ეს ადამიანის უფლებების დარღვევაა).

ახალი ამბები