17:51, Wednesday, 08.04.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ომის განახლების საშიშროება ჯერჯერობით არ არსებობს

04.12.2008
ნონა სუვარიანი, თბილისი

კონფლიქტის ზონაში დღემდე სროლების და აფეთქებების ხმა ისმის. ყოველდღე ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მშვიდობიან მოსახლეობას უმიზეზოდ აწიოკებენ. პოლიტკოსების და ექსპერტების გარკვეული ჯგუფი ემხრობა იმ მოსაზრებას, რომ  საქართველოში შესაძლოა ომი ხელახლა დაიწყოს. თუმცა პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ამ შეხედულებას არ ეთანხმება და მიაჩნია, რომ მსგავსი ვარაუდები გარკვეულ მიზნებს ემსახურება.

ვარაუდი იმის შესახებ, რომ საომარი მოქმედებები შესაძლოა ისევ აღდგეს სამხედრო ექსპერტმა და „ნოვაია გაზეტას“ სპეცკორესპოდენტმა პაველ ფელგენგაეურმა ერთ-ერთ ინტერვიუში გამოთქვა.

,,რუსეთის თავდაცვის მინისტრის ანატოლი სერდიუკოვის, საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვისა და მისი მოადგილის გრიგორი კარასინის რიტორიკა საომარი და საფრთხისშემცველია. რუსეთ-საქართველოს შორის ომი 2009 წლის აპრილში განახლდება. ეს ინფორმაცია რუსული პოლიტიკური წრეების ოფიციალურმა პირებმა დამიდასტურეს“, - განაცხადა ფელგენგაუერმა ტელეკომპანია ,,იმედის“ გადამღები ჯგუფისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში და დასძინა, რომ ,,რუსული მხარე ომის განახლებისაგან ამ ეტაპზე თავს მხოლოდ ზამთრის გამო იკავებს". ამასთან, მისივე თქმით, ,,რუსულმა მხარემ მიიჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი დაემხო და ცეცხლი სწორედ ამ მოტივით შეწყვიტა“.

რუსეთის მხრიდან სავარაუდო სამხედრო აგრესიის განახლებაზე პარლამენტის წევრი პაატა დავითაიაც საუბრობს. ის აღნიშნავს, რომ ,,შესაძლებელია, საქართველოში მოვლენები აგვისტოს მოვლენებზე უფრო მძიმე სცენარით განვითარდეს”.

მეორეს მხრივ პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ საომარი მოქმედებების განახლების შესაძლებლობაზე დღეს არაფერი მეტყველებს. მისი თქმით, ის, რაც დღეს კონფლიქტის ზონაში ხდება, სიახლე არ არის. მსგავსი მოქმედებები ამ რეგიონში წლების განმავლობაში გრძელდებოდა. როგორც პოლიტოლოგი ამბობს, „ომის განახლების შესახებ ერთი თვით ადრე მაინც უნდა ვიცოდეთ“. ბევრი ფაქტი უნდა დაემთხვევს ერთმანეთს, მაგალთად, ჯარების თავმოყრა, გადაადგილებები, სამხედრო მანევრები. დღეს ასეთი რამ არ ხდება.

პაატა ზაქარეიშვილი: „თუ ომი გაზაფხულზე დაიწყება, ამის შესახებ ერთი თვით ადრე მაინც უნდა ვიცოდეთ. 3 ივლისს უკვე კარგად ჩანდა, რომ 7 აგვისტოს ომი იქნებოდა, რადგან  3 ივლისის შემდეგ დაიწყო ის შეუქცევადი პროცესები, რომელმაც 7 აგვისტომდე მიგვიყვანა. სიტყვაზე, თუ ომი15 მაისს უნდა დაიწყოს, ამის შესახებ გარკვეულ ინფორმაციას უკვე 15 აპრილს უნდა ვფლობდეთ“.

პოლიტოლოგი იმასაც აღნიშნავს რომ სიტუაციის დაძაბვა ორივე მხარეს თანაბრად აძლევს ხელს.
„რუსულ მხარეს აწყობს, რათა ვითარების დაძაბვა ქართველებს დააბრალოს, ხოლო ქართულ მხარეს, რათა აჩვენოს, რომ რუსული მხარე ვითარებას ვერ  აკონტროლებს. თუმცა, რეალურად სიტუაციის დაძაბვა საქართველოს ინტერესებში არ არის. ამ შემთხვევაში ოსი და აფხაზი ხალხი სულ უფრო გაგვიუცხოვდება, რაც მომავალში კატასტროფულ შედეგს მოიტანს“.

პაატა ზაქარეიშვილი აღნიშნავს, რომ ორივე მხარე ერთმანეთის ქმედებების გამუქებით და აფიშირებით არის დაინტერესებული და ეს პროცესი უკვე  წლებია  გრძელდება.

„სამწუხაროდ, საქართველომ ყველაფერი გააკეთა, რათა ქართული და აფხაზური, ქართული და ოსური საზოგადოებები ერთმანეთისგან დაეშორებინა. ეს იყო მცდარი პოლიტიკა, რომელმაც საბოლოოდ 7 აგვისტომდე მიგვიყვანა. რუსები ამას იყენებენ, ეს მათ ტერიტორიაზე კი არა, სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე ხდება. რუსები იმყარებენ პოზიციებს. ჩვენ რაში გვაწყობს, ჩემთვის ეს დღემდე გაუგებარია.

ქართულ მხარეს უნდა, რომ გალის რაიონი ქართველებისგან დაიცალოს. არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს მოსახლეობა იქ შევინარჩუნოთ. ეს 2007 წლიდან მოყოლიებული ხდება. განუკითხაობას, რომელიც აფხაზური და რუსული მხარეების გამოისობით რეგიონში შეიქმნა, ქართული მხარე საკუთარი ინტერესებისთვის იყენებს. აჩვენებს, რა ცუდია რუსული ან აფხაზური მხარე. შეიძლება საქართველომ გაიმარჯვოს ყბადაღებულ ინფორმაციულ ომში, მაგრამ რა უფრო მნიშვნელოვანია, ინფორმაციული ომის მოგება თუ აფხაზი ხალხის დაბრუნება?“ 

ის, რომ ევროპა საქართველოს ისე მხურვალედ აღარ უჭეს მხარს, როგორც ომის დაწყების პირველ დღეებში, საზოგადოების ერთი ნაწილისთვის საფრთხეს შეიცავს. ამ შემთხვევაში რუსეთს თითქოს ხელები ეხსნება, რათა საქართველოს მიმართ უფრო სერიოზული ქმედებები განახორციელოს. თუმცა, პაატა ზაქარეიშვილს მიაჩნია, რომ ისეთი პრაგმატული ქვეყნებისგან, როგორიც ევროპის ქვეყნებია, ემოციურობის მოთხოვნა არასერიოზულია.

„ისინი საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე იქცევიან. ხედავენ, რომ საქართველო დემოკრატიული არ არის, დემკრატიული არჩევნები არ ტარდება, ავტორიტარული რეჟიმია. რატომ უნდა დაეხმაროს მისი ღირებულების უარმყოფელ სახელმწიფოს, როდესაც მათ ამის გამო რუსეთთან პრობლემები ექმნება. საქართველო რომ მიდიოდეს დემოკრატიზაციისაკენ, მაშინ ევროპელებს არ ექნებოდათ უფლება, არ დაეცვათ მისი ღირებულებების მატარებელი სახელმწიფო. ევროკავშირი საქმველმოქმედო ორგანიზაცია არ არის“.

ექსპერტი აცხადებს იმასაც, რომ რუსების შემდგომი ქმედებები ქართულ საზოგადოებაზეა დამოკიდებული. „თუ ჩვენ მდგარადი საზოგადოება გვეყოლება, რუსეთი ვერაფერს იზამს“.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

უჩინარი მტერი
2020 წელი სულ ახლახან დაიწყო და მალევე მსოფლიოს დაუჯერებელი ინფორმაცია ეცნო - ინფორმაცია მკვლელი ვირუსის შესახებ, რომელიც ჩინეთში, უჰანის პროვინციაში გაჩნდა, შემდეგ კი
ვრცლად...
აპოკალიფსი არ იქნება
საგანგებო მდგომარეობის გავლენა საპარლამენტო არჩევნებზე
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC