ვანო მერაბიშვილის თაყვანისმცემლებში ჟურნალისტები ფიქსირდებიან
06.07.2009
წყარო: „ყველა სიახლე“
სატელევიზიო გადაცემა „პოზიციაში“ სტუმრად მყოფმა „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა დავით გამყრელიძემ გადაცემის წამყვანს, ჟურნალისტ ნინო შუბლაძეს განუცხადა, „სირცხვილია, ცნობილ საიტ „ფეისბუქზე“ ვანო მერაბიშვილის ფანკლუბი რომ არის გახსნილი“. ეს რიგით ტელემაყურებელს, სავარაუდოდ, ხუმრობა ეგონებოდა, თუმცა ქვეყნის „ხერხემლად“ შერაცხულ შინაგან საქმეთა მინისტრს თურმე მართლა ბევრი ფანი ჰყოლია.ქვეყნის პირველი პოლიციელის საქმიანობას თაყვანისმცემლები მაღალ შეფასებას აძლევენ და მიიჩნევენ, რომ ქართული სახელმწიფო სწორედ მის მხრებზე დგას. ჩვენთვის ყველაზე დიდი მოულოდნელობა ის იყო, რომ მერაბიშვილის თაყვანისმცემელთა შორის ბევრი ჟურნალისტი აღმოჩნდა, მათ შორის გადაცემა „პოზიციის“ წამყვანი და „რუსთავი 2“ -ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნინო შუბლაძე.
ფანებს შორისაა ამავე გადაცემის თანამშრომელი რუსუდან ვაშაკიძეც. თავისი სიმპათია სააკაშვილის ხელისუფლების მიმართ არასდროს დაუმალავს ჟურნალისტ დავით პაიჭაძეს.
ბოლო ხანს, ქართულ ნაციონალურ არხებზე ხშირად ჩნდება რუსი ჟურნალისტი ოლეგ პანფილოვი, რომელიც ქართულ-რუსულ ურთიერთობას აფასებს ხოლმე. ბატონი პანფილოვიც ასევე ქართველი მინისტრის ფანკლუბის წევრია.
„პირველი არხის“ გადაცემა „აქცენტების“ წამყვანი ეკა კვესიტაძე, რომელიც ყოველთვის ცდილობს, მაყურებელი თავის ობიექტურობაში დაარწმუნოს, ვანო მერაბიშვილის თაყვანისმცემელი გახლავთ. ალბათ, არავის გაუკვირდება ფანებს შორის „თავისუფლების ინსტიტუტის“ ხელმძღვანელის ლევან რამიშვილისა და „კმარას“ აქტივისტის, თეა თუთბერიძის ხილვა.
ვანო მერაბიშვილს, წესით, საამაყოდ უნდა ჰქონდეს, რომ მისი თაყვანისმცემლები არიან კავკასიის უახლესი ისტორიის ორი ლეგენდარული ადამიანის, ორი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიასა და ჯოხარ დუდაევის შვილები: გიორგი გამსახურდია და დეგი დუდაევი.
განსაკუთრებული სიმპათია ჰქონიათ ვანო მერაბიშვილის მიმართ გერმანიაში საქართველოს ელჩს, ლევან დუჩიძესა და ეკონომიკური განვითარების ყოფილ მინისტრს, გიორგი არველაძეს. ფანკლუბშია გაწევრებული აგრეთვე გაზეთ „24 საათის“ მიმომხილველი ნოდარ ლადარიაც. შინაგან საქმეთა მინისტრის, ფანკლუბის წევრია საქართველოში ყველაზე ცნობილი „სახედარი სანდრო“ - ამ სახედრის გამხმოვანებელი გადაცემაში „საღამოს შოუ სანდროსთან ერთად“ - გიგა ნასარიძე.
ვერ ვიტყვით, რომ რიცხოვნობით შინაგან საქმეთა მინისტრის ფანკლუბი განსაკუთრებით გამოირჩევა, მაგრამ თვალში ერთი რამ მომხვდა, ვანო მერაბიშვილის თაყვანისმცემელთა შორის სანდრო გირგვლიანის ტოლი გოგო-ბიჭები ჭარბობენ...
დატოვეთ თქვენი კომენტარი
სხვა სიახლეები
აშშ გმობს 17 მაისის ჰომოფობიურ ძალადობას თბილისში
17 მაისის ძალადობასთან დაკავშირებით ოთხი პირია დაკავებული
„არა ძალადობას“ - აქცია ბათუმში
საქართველო "საუკეთესო ქვეყნები დედობისთვის" რეიტინგში 94-ე ადგილზეა
რუსთავში დანაშაულის აღკვეთისას მოქალაქე დაიჭრა
არქივი
ბლოგი
ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
რედაქტორის აზრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?

