კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საკაბელო ტელევიზიებს კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ რუსული „ევრონიუსისა“ და სომხური არხის გათიშვა მოსთხოვა

10 თებერვალი, 2010

„კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია საკაბელო კომპანიებს რუსულენოვანი და სომხური არხების ამოღების რეკომენდაციით მიმართავს. საუბარი რუსულენოვან „ევრონიუსზე“, რამდენიმე რუსულ მუსიკალურ არხზე და ერთ-ერთი სომხურ ტელევიზიაზეა“, - წერს გაზეთი „რეზონანსი“ სტატიაში სათაურით „რუსული „ევრონიუსისა“ და სომხური არხის გათიშვას მოითხოვენ ,  კომუნიკაციების კომისია საკაბელოებს „თამაშის ახალ წესებს“ სთავაზობს“.

„კაბელური ტელექსელების კავშირის 50-მდე წევრს კომისია „მეგობრულ“ რჩევას აძლევს და ამ არხების ამოღების მოთხოვნით მიმართავს. გამომდინარე იქიდან, რომ თავად აღნიშნულ კავშირს პრობლემები აქვს არალიცენზირებული არხების ჩვენებასთან დაკავშირებით, გამოსასწორებლად ორ კვირას აძლევს. კონტექსტი ისეთია, რომ ამ პირობის შესრულების სანაცვლოდ, ირიბად, საკაბელოებს გარკვეული არხების ულიცენზიო ჩვენებაზე თვალის დახუჭვას ჰპირდებიან. კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი რატიშვილმა სხდომაზე განაცხადა, რომ ეს თავად კაბელური ტელექსელის წარმომადგენლებს არ უნდა აძლევდეთ ხელს, ვინაიდან კომისიას შეუძლია თვალი არ დახუჭოს  მათ მიერ უცხოურენოვანი არხების ულიცენზიოდ ჩვენებაზე და ეს საბოლოო ჯამში თავად საკაბელო არხებს დააზარალებს“, - აღნიშნავს გამოცემა.

სხდომაზე საკითხი ასევე შეეხო ქართული ნაციონალური არხების რეტლანსლირებისთვის, საკაბელო ტელექსელების კავშირის მიერ, ყოველთვიურად მათგან მოთხოვნილ გადასახადს 1000 დოლარის ოდენობით. რატიშვილი დაინტერესდა, იცოდნენ თუ არა ამის შესახებ კავშირის წევრებმა. სხდომაზე ასევე საუბარი იყო, რომ რაღაც პერიოდის განმავლობაში განსაზღვრული არხების რეტლანსლირებაზე  კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია თვალს დახუჭავს. მაგალითად, არ გაითიშება „ენ-ტე-ვე პლუს ფეხბურთი“, „ენ-ტე-ვე - კინოჰიტი“ და „ენ-ტე-ვე - პრემიერა“. ამასთან, კომისია ურჩევს საკაბელო ოპერატორებს, ჩართონ თავიანთ ჩამონათვალში ისეთი არხები, რითაც გარკვეული პერიოდის შემდეგ რუსული ტელეარხების ჩანაცვლება მოხდება. რატიშვილმა განაცხადა, რომ თუკი საკაბელო ქსელი ოპერატორები დაარღვევენ ამ პირობას, „თამაში სხვანაირად დაიწყება“.

„შეხვედრაზე რატიშვილმა რეკომენდაციის სახით რამდენიმე არასასურველ არხზეც გააკეთა მინიშნება. მათ შორის რუსულ „ევრონიუსსა“ და სომხურ საინფორმაციო არხზე. თუმცა, ამ უკანასკნელის სახელწოდება არ დაუკონკრეტებია. „მუსიკალური არხები, რომელზეც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ცალკეა გამოყოფილი და სადაც ეს-ემ-ესებით მიდის მათი ქება-დიდება, არაა სასურველი, რომ გადიოდეს. ასევე, „ევრონიუსის“ რუსული და ორიგინალურ ენაზე გაშვებული ნიუსები არის განსხვავებული, რადგან რუსული ვერსია მოსკოვურ სტუდიაში მზადდება. დიდ სირთულეს არ წარმოადგენს მისი ჩანაცვლება თუნდაც ფრანგულენოვანი „ევრონიუსით“ - აღნიშნა რატიშვილმა. მისი თქმით, განსაზღვრული თამაშის წესები იქნება ყველასთვის, რაც მკაცრად უნდა იქნეს დაცული. კომუნიკაციების კომისია 2-კვირიან ვადას აძლევს საკაბელო ოპერატორებს, რათა ამ პერიოდში მათ შეძლონ ხელშეკრულებების მოწესრიგება“, - წერს სტატიის ავტორი, გიორგი ფუტკარაძე.

„ინტერპრესნიუსის“ ქართული პრესის მიმოხილვიდან

ახალი ამბები