კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის საპროტესტო განცხადება

13 იანვარი, 2004

ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის საპროტესტო განცხადება

აჭარაში ამ ბოლო დროს გახშირდა ადამიანის უფლებების უხეშად ხელყოფა, რისი კიდევ ერთი დადასტურებაა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უშიშროების სამინისტროს თანამშრომლების მიერ 6 იანვარს „კმარას“ აქტივისტების და მათი ოჯახის წევრების უკანონო დაკავება, რაც მოხდა მთელი რიგი საკანონმდებლო ნორმების უხეში დარღვევით. კერძოდ, დღეისათვის უკანონო პატიმრობაში იმყოფებიან ლევან ჩხარტიშვილი და მისი მამა რომეო ჩხარტიშვილი. ასევე დაკავებულნი არიან ირაკლი ხაჟომია და მისი მამა მერაბ ხაჟომია. სულ დაპატიმრებულია დაახლოებით 15 ადამიანი.

ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრი (HRIDC) გმობს აჭარის ხელისუფლების მიერ "კმარას" აქტივისტების მიმართ განხორციელებულ რეპრესიებს და მოითხოვს, რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ უკანონო პატიმრობაში მყოფი „კმარას“ აქტივისტები და მათი ოჯახის წევრები.

HRIDC ასევე შეშფოთებას გამოთქვამს აჭარის რეგიონში ბოლო დროს მსგავსი -ადამიანის უფლებების შემლახავი ფაქტების გახშირების გამო და აბაშიძის ხელისუფლებას მოუწოდებს ადამიანის უფლებების დაცვისაკენ. ჩვენ ასევე ვგმობთ აჭარის ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომელიც ითვალისწინებს რეგიონში კვლავ საგანგებო რეჟიმის გამოცხადებას და მიგვაჩნია, რომ აჭარაში არსებული მდგომარეობით იზღუდება სიტყვის, გამოხატვის თავისუფლება და ადამიანის სხვა ფუნდამენტური უფლებები.

ახალი ამბები