აჭარა: რეპრესიებს ბოლო არ უჩანს
28 იანვარს ბათუმში „კმარას“ კიდევ ერთი აქტივისტი დააკავეს, რომელსაც ბრალად პროკლამაციების გავრცელება ედება. დღესვე მოძრაობა „კმარამ“ ბათუმში მსვლელობა მოაწყო და დაკავებულის განთავისუფლება მოითხოვა.
ამავე დღეს ტელეკომპანია „იმედის“ ოპერატორს პოლიციელებმა წაართვეს კამერა, რომელიც მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩარევის შედეგად დააბრუნეს.
ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრმა გამოხატა უკიდურესი შეშფოთება აჭარაში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების გახშირების გამო და ავტონომიის ხელისუფლებისაგან ძალადობის შეწყვეტა მოითხოვა.