აჭარის ტელევიზიას ახალი დირექტორი ჰყავს
12 მაისს პრეზიდენტის რწმუნებულმა აჭარაში ლევან ვარშალომიძემ საზოგადოებას აჭარის ტელევიზიის ახალი დირექტორი წარუდგინა. მერაბ კარანაძე, რომელიც ახალგაზრდული დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე იყო, გუშინ აჭარის ტელევიზიის დირექტორად დაინიშნა, მოადგილეებად კი – ხათუნა თავდგირიძე და ბადრი თევზაძე.
აღნიშნულ ხელმძღვანელობას დაევალა უმოკლეს დროში წარმოადგინონ ტელევიზიის განვითარების გეგმა.