კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადვოკატი დეპუტატობის კანდიდატის პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვს

21 სექტემბერი, 2004

ადვოკატი დეპუტატობის კანდიდატის პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვს


თბილისი.20.09.04.მედია-ნიუსი. საქართველოს ერთიანობის კავშირის წევრის ჯუმბერ თავართქილაძის წინასწარი სამთვიანი პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნით, მისი ადვოკატი დავით ხაჟალია ბათუმის საქალაქო სასამართლოს უახლოეს დღეებში მიმართავს.

როგორც სააგენტო „მედია-ნიუსს“ ხაჟალიამ განუცხადა, თავართქილიძე 24 ოქტომბრის შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში კენჭს იყრის და სრულფასოვანი წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვის მიზნით მისი პატიმრობიდან განთავისუფლება სრულიად მიზანშეწონილია.

ჯუმბერ თავართქილაძის თანაგუნდელის, პარლამენტარ ზვიად ძიძიგურის განმარტებით კი, თუ სასამართლო შუამდგომლობას არ დააკმაყოფილებს, მაშინ მის საარჩევნო კამპანიას პარლამენტარ კობა დავითაშვილთან ერთად თვითონ წარმართავს.
თავართქილაძე დეპუტატობის კანდიდატად 13 სექტემბერს დარეგისტრირდა. მისი კონკურენტი იქნება თბილისის დიდუბის რაიონის ყოფილი გამგებელი თემურ ჭეიშვილი, რომელიც ნაციონალური მოძრაობის კანდიდატია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ერთიანობის კავშირის წევრი ჯუმბერ თავართქილაძე დაახლოებით ერთი თვის წინათ, ბათუმის ბაზარში მიმდინარე აქციის დაშლისას ადგილობრივმა სამართალდამცველებმა სხვა 12 პირთან ერთად დააკავეს. ბათუმის სასამართლომ მათ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ახალი ამბები