მოშიმშილე „ნაციონალებმა“ საპროტესტო აქცია შეწყვიტეს
თბილისი.28.09.04.მედია-ნიუსი. სახელმწიფო კანცელარიასთან თერჯოლელი „ნაციონალების“ საპროტესტო აქცია შეწყდა.
როგორც ცნობილია, ისინი თერჯოლის რაიონის გამგებლის ვლადიმერ ზედაშიძისა და იმერეთის მხარეში პრეზიდენტის რწმუნებულის დავით მუმლაძის თანამდებობიდან გადადგომასა და პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრას მოითხოვდნენ.
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, „ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერის მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, მან არაფერი იცის იმის თაობაზე, შედგა თუ არა პრეზიდენტ სააკაშვილის შეხვედრა აქციის მონაწილეებთან.
„პრეზიდენტს უფლება აქვს შეხვდეს თავისი ქვეყნის მოქალაქეს. მე განვაცხადე, რომ აქციის მონაწილეებს პარტიის სახელით მოთხოვნების წაყენების უფლება არა აქვთ. ისინი ჩემთან არ მოსულან, თერჯოლიდან ჩამოვიდნენ და პირდაპირ კანცელარიის წინ წამოკოტრიალდნენ,“- განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.
რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ზურაბ მელიქიშვილის თქმით, იგი აქციის მონაწილეებს შეხვდა და განუცხადა, რომ აქციებით ასეთი საკითხი არ წყდება. ამასთან, ურჩია, შეისწავლიდა და შესაბამის რეაგირებასაც მოახდენდა.