კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქტელერადიომაუწყებლობის ხელმძღვანელობას ფინანსურ პოლიციაში უჩივლეს

22 დეკემბერი, 2004

საქტელერადიომაუწყებლობის ხელმძღვანელობას ფინანსურ პოლიციაში უჩივლეს

თბილისი.21.12.04.მედია-ნიუსი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საქტელერადიომაუწყებლობის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ ფინანსურ პოლიციაში საჩივარი შეიტანა.

საქმე ის არის, რომ ცოტა ხნის წინათ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გამოაქვეყნა საქტელერადიომაუწყებლობის მონიტორინგის ანგარიში, რომელშიც საუბარი იყო საქტელერადიომაუწყებლობის ხელმძღვანელობის მხრიდან მართვაში დაშვებულ დარღვევებზე.

ამ საკითხთან დაკავშირებით 16 ნოემბერს ასოციაციამ მონიტორინგის შედეგები მედიის წარმომადგენლებს სრული სახით წარუდგინა. მანამდე კი, საქართველოს გენერალურ პროკურატურას გადაეგზავნა მონიტორინგის მასალები, რომლის საფუძველზეც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქტელერადიომაუწყებლობის ხელმძღვანელის, ზაზა შენგელიას პასუხისმგებლობის საკითხს აყენებდა.

როგორც იურისტთა ასოციაციაში აცხადებენ, დღემდე ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების მხრიდან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რეაგირება არ მოჰყოლია, რის გამოც 21 დეკემბერს ასოციაციამ ფინანსურ პოლიციაში შეიტანა საჩივარი, რომლითაც საქტელერადიომაუწყებლობაში არსებული დარღვევების შესწავლა-გამოძიება და მისი ხელმძღვანელის, ზაზა შენგელიას პასუხისმგებლობის საკითხის დასმა მოითხოვა.

ფინანსური პოლიცია, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 265-ე მუხლის მე-4 პუნქტით, ვალდებულია, 20 დღის ვადაში ჩაატაროს მოკვლევა და გამოიტანოს გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრის ან არაღძვრის თაობაზე და პასუხი მომჩივანს შეატყობინოს, - აცხადებენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში.

ახალი ამბები