კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ტრეფიკინგის მსხვერპლი ყირგიზი ქალი სამშობლოში გაამგზავრეს

5 ივლისი, 2005

ტრეფიკინგის მსხვერპლი ყირგიზი ქალი სამშობლოში გაამგზავრეს

 

თბილისი.29.06.05.მედიანიუსი. მაისში საქართველოს სახალხო დამცველს განცხადებით მიმართა ყირგიზეთის მოქალაქე ქალბატონმა, რომელიც მისი განცხადების თანახმად, საქართველოში დასაქმების მიზნით ჩამოვიდა, მაგრამ ტრეფიკინგის მსხვერპლი აღმოჩნდა და ორი წლის განმავლობაში ვინმე დავითის ძალადობის შედეგად პროსტიტუციას ეწეოდა.

 

ქალმა შემთხვევის წყალობით მოახერხა ტყვეობიდან თავის დაღწევა, მაგრამ ფულისა და საბუთების გარეშე სამშობლოში დაბრუნება ვერ მოახერხა.

 

სახალხო დამცველის აპარატის ქალთა უფლებების დაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ბაია რომელაშვილმა დახმარებისთვის მიმართა ყირგიზეთის ომბუდმენსა და ყირგიზეთის საკონსულოს მოსკოვში და დაზარალებულს დროებითი საბუთების მიღებაში დაეხმარა.

 

უცხოელ ქალბატონს ფინანსური დახმარება საქართველოში მოქმედმა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM) გაუწია.

 

ტრეფიკინგის მსხვერპლი რამდენიმე დღის წინათ ყირგიზეთში დაბრუნდა.

 

ახალი ამბები