კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აზერბაიჯანელთა აქცია გარდაბანში

2 სექტემბერი, 2005

აზერბაიჯანელთა აქცია გარდაბანში 

რუსთავი.1 სექტემბერი. “ჯი-ეიჩ-ენი”. გარდაბნის რაიონის სოფელ ვახტანგისის მოსახლეობას დღეს დილით კედლებზე, ხეებსა და განათების ბოძებზე აზერბაიჯანულენოვანი პროკლამაციები დახვდა გაკრული.

პროკლამაციებში საქართველოს ხელისუფლების მიმართ ხუთი მოთხოვნა იყო წაყენებული, აზერბაიჯანულ მოსახლეობას კი მოთხოვნათა შეუსრულებლობის შემთხვევაში  ფართომასშტაბიანი აქციებისკენ მოუწოდებდნენ.

მოწოდების ავტორები მოითხოვენ, რომ ქვემო ქართლში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს ორმაგი მოქალაქეობა მიენიჭოს, ასევე გაიხსნას აზერბაიჯანელების წინააღმდეგ ჩადენილი ყველა დანაშაული, აზერბაიჯანელების ინტერესების სრული გათვალისწინებით, გატარდეს მიწის რეფორმა, გაუქმდეს საზღვარზე არსებული საბაჟო გადასახადი და უფრო მეტი აზერბაიჯანელი დასაქმედეს სახელმწიფო სამსახურებში.

ვახტანგისში იმყოფებოდა პროკლამაციების ავტორი ტელმან გასანოვიც. მან 30 ადამიანთან ერთად სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან აქცია მოაწყო.

გასანოვი 1999 წლამდე გარდაბნის რაიონის გამგებლის მოადგილე იყო. მას კარგად იცნობს მხარის აზერბაიჯანული მოსახლეობა. იგი, ბოლო წლების განმავლობაში, მსგავს აქციებს ხშირად ხელმძღვანელობს.

ვახტანგისის მოსახლეობის დიდი ნაწილი ტელმან გასანოვის მოთხოვნებს არ იზიარებს, შესაბამისად მისი აქცია არ იყო ხალხმრავალი. ამის მიუხედავად ადგილზე ჩავიდნენ გარდაბნის რაიონისა და ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის წარმომადგენლები. ასევე კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები. აქციას აზერბაიჯანის სამი ტელევიზია აშუქებდა.

ტელმან გასანოვის თქმით, 15-16 სექტემბერს პროკლამაციები ქვემო ქართლის ყველა რაიონში გავრცელდება. “თუ ჩვენი მოთხოვნები არ შესრულდა, ბრძოლას ავტონომიისთვის დავიწყებთ, რადგან ქვემო ქართლში მოსახლეობის უმრავლესობა აზერბაიჯანელია”, -ამბობს გასანოვი.

ახალი ამბები