კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის განცხადება

29 სექტემბერი, 2005

ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის განცხადება


2005 წლის 27 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ქართულ დიასპორებთან და ეროვნებათშორისო ურთიეთობების დეპარტამენტის უფროსის ზაურ კვარაცხელიას მიერ განხორციელდა სატელეფონო ზარი ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის აღმასრულებელ დირექტორთან უჩა ნანუაშვილთან. კვარაცხელიამ ყვირილით და მუქარით დაიწყო ორგანიზაციის წარმომადგენლების შეურაცხყოფა, ორგანიზაციის ხელმძღვანელს უწოდა “დამსმენი” და მოღალატე, რომ ორგანიზაცია თურმე უცხოეთში ავრცელებს ყალბ ინფორმაციას საქართველოში ეთნიკური უმცირესობების მდგომარეობის თაობაზე და რომ ორგანიზაცია უცხო ძალების სამსახურში დგას. მისი განცხადებით, საქართველოში არანაირი დისკრიმინაცია ეთნიკური უმცირესობების არ დაფიქსირებულა.

ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრი გამოთქვამს შეშფოთებას უკანასკელ ხანებში ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან საზოგადოებრიობის წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებული მუქარის, ძალადობისა და მათ საქმიანობაში უხეში ჩარევის ფაქტების გახშირების გამო.

აღნიშნულ ფაქტს ცენტრი  ზეწოლად და ხელისუფლების მხრიდან დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის გაკონტროლების მისწრაფების კიდევ ერთ გამოვლენად მიიჩნევს. ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრი მოითხოვს ხელისუფლების წარმომადგენელთათვის მსგავსი ცილისწამებისთვის პასუხის მოთხოვნას.

გასული წლის ნოემბერში ასევე ჰქონდა ადგილი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირთა მხრიდან ცენტრის წარმომადგენელზე არაერთ მუქარასა და ზეწოლას.

ახალი ამბები