კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თბილისის მერიასთან საპროტესტო აქცია გაიმართა

8 ნოემბერი, 2005

თბილისის მერიასთან საპროტესტო აქცია გაიმართა

თბილისი.04.11.05.მედიანიუსი. დღეს თბილისის მერიის შენობასთან მოძრაობა “ჩვენ ვიწყებთ” გამართა საპროტესტო აქცია, სახელწოდებით “დუმილი რეკავს”.

ამ მოძრაობის მიზანია უმუშევართა, პენსიონერთა, მეანაბრეთა და კოოპერატიული ბინათმშენებლობის წევრთა უფლებების დაცვა.

ორგანიზაციამ მოამზადა “კონსტიტუციური ულტიმატუმი”, რომელშიც იგი ხელისუფლებას ხალხისადმი მიცემულ დაპირებებს შეახსენებს. მათ შორისაა ხალხის  სამუშაო ადგილებით დაკმაყოფილება, ხელფასებისა და პენსიების საარსებო მინიმუმამდე გაზრდა, კოოპერატიული ბინათმშენებლობის წევრთა ბინებით უზრნუველყოფა და სხვა.

“აქ არიან ის ადამიანები, რომლებიც მთელი თავის ცხოვრების მანძილზე ემსახურებოდნენ ქვეყანას და ეს ადამიანები დღეს ხელისუფლებისაგან უგულებელყოფილი არიან”, _ აცხადებს მოძრაობა “ჩვენ ვიწყებთ” საორგანიზაციო საბჭოს თავმჯდომარე გია ბერძენაძე.

მისივე თქმით, მოძრაობამ “კონსტიტუციური ულტიმატუმი” ხელისუფლებას ერთი თვის წინ წარუდგინა, თუმცა, ამას რეაგირება არ  მოჰყოლია. მოძრაობამ გადაწყვიტა, ხელისუფლების პოლიტიკით გამოწვეული უკმაყოფილება უკვე ქუჩის აქციებით გამოხატოს.

 

ახალი ამბები