კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ზუგდიდელი ჯინა კარტოზია შვილის უფლებების დაცვას ითხოვს

15 დეკემბერი, 2005

ზუგდიდელი ჯინა კარტოზია შვილის უფლებების დაცვას ითხოვს

ზუგდიდში 24 ნოემბერს 12 წლის მარიამ გვარამიას გატაცების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიება, ოფიციალური ვერსიით სამხილების არარსებობის გამო შეწყდა. ძიების უკანონო შეწყვეტაში მარიამის დედა, ჯინა კარტოზია კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის ზუგდიდის თანამშრომლებსა და სახალხო დამცველის აპარატს, კერძოდ, კი გიორგი ონიანს ადანაშაულებს. "ჩემთვის ცნობილია, რომ სამართალდამცავებმა თვითმხილველებს ჩვენებები შეაცვლევინეს. სასურველი ჩვენების მისაღებად მათ სამი დღის განმავლობაში ზუგდიდელი მამუკა შალამბერიძეც ყავდათ გატაცებული, მეტიც, ჩემს გოგონაზე ზეწოლას ახდენდნენ და ცდილობდნენ ამოცნობისას სხვა მანქანისათვის დაედო ხელი. ფაქტია, ბავშვს ნიღბიანი მძღოლის გარდა სამივე გამტაცებლის ამოცნობა შეუძლია. თვითმხილველებთან გასაუბრების შემდეგ ონიანმა განმიცხადა, რომ მოწმეებზე ზეწოლის ფაქტს ვერ ხედავდა და მხოლოდ ჩემი მოთხოვნის შემდეგ გაესაუბრა ბავშვს. ის გამუდმებით იღებდა ტელეფონით ინსტრუქციებს მისი ხელმძღვანელისგან, ბაჩო ახალაიასგან, რომელიც კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის უფროსის, დათა ახალაიას ძმაა და ბუნებრივია ამ საქმის გახმაურება ამიტომაც არ აწყობს",- აცხადებს ჯინა კარტოზია და შვილის უფლებების დასაცავად საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვასა და ფაქტის ობიექტურ გამოძიებას ითხოვს.

მაია ღუბელაძე, ზუგდიდი

ახალი ამბები