კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ლტოლვილებს ისტორიის განმეორების ეშინიათ

24 იანვარი, 2006

ლტოლვილებს ისტორიის განმეორების ეშინიათ

ბათუმში, სასტუმრო “მესხეთსა” და “მედეაში” 650-მდე დევნილი ოჯახი ცხოვრობს. მათ შენობა სამ თვეში უნდა დატოვონ. მათთვის სასტუმროების მომავალმა მფლობელებმა ყაზახმა ბიზნესმენებმა 7 000 დოლარი გამოყვეს.

დევნილთა განცხადებით, ამ თანხად ბინის ყიდვა შეუძლებელია. “ჩვენ ერთი ლტოლვილობა უკვე გადავიტანეთ. ამ თანხით ვერაფერს ვიყიდით, ბინები ძალიან ძვირი ღირს. ამ თანხით თვითონ გვიყიდონ, თუ შეუძლიათ. შენობა რომ დავტოვოთ, ისევ ქუჩაში ავღმოჩნდებით, როგორც ეს 12 წლის წინ მოხდა სოხუმში”, _ აცხადებენ ისინი.

მოსახლეობამ სასტუმროების წინ აქცია გამართეს. იმ შემთხვევაში, თუ საკომენსაციო თანხა არ გაიზრდება, ისინი აქციებითა და შიმშილობით იმუქრებიან. ლტოლვილთა ნაწილი საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმასაც აპირებს.

მაკა მალაყმაძე ბათუმიდან

ახალი ამბები