კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველი სახელმწიფო სახსრების მითვისების ბრალდებით გასამართლებულ ჟურნალისტს შეხვდა

13 თებერვალი, 2006

სახალხო დამცველი სახელმწიფო სახსრების მითვისების ბრალდებით გასამართლებულ ჟურნალისტს შეხვდა

სახალხო დამცველი სოზარ სუბარი სახელმწიფო სახსრების მითვისების ბრალდებით გასამართლებულ ჟურნალისტ თამაზ ბაკურიძეს ბათუმის საპყრობილეში, უკვე მესამედ შეხდა.

შეხვედრა, ბაკურიძის თხოვნითვე, 9 თებერვალს შედგა. სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ ბაკურიძე მის საქმეზე რეაგირებას ითხოვს. კერძოდ, საკითხი ეხება,  აჭარის უმაღლესი სასამართლოს მიერ ჟურნალისტის აპელაციის განხილვის 45 დღიანი ვადის დარღვევას.

შეხვედრის შემდეგ სუბარმა განაცხადა, რომ რეაგირებისათვის მან შესაბამისი დოკუმენტები მოითხოვა. საქმის მასალებს თავად ბაკურიძე გააგზავნის სახალხო დამცველთან თბილისში.

ბაკურიძე, 1999-2003 წლებში, აჭარის ავტონომიის ყოფილი მეთაურის ასლან აბაშიძის პრეს-მდივანი და  აჭარის სახელმწიფო ტელევიზიის ხელმძღვანელი იყო.

სასამართლომ ბაკურიძე გასულ წელს გაასამართლა და  აჭარის ტელევიზიის კუთვნილი სახსრების მითვისების ბრალდებით, 6 წლითა  და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

Media.ge

ახალი ამბები