კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველის აპარატმა პატიმრის ცემის გამო პროკურატურას მიმართა

12 აპრილი, 2006

სახალხო დამცველის აპარატმა პატიმრის ცემის გამო პროკურატურას მიმართა

თბილისი.12.04.06.მედიანიუსი. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა ქუთაისის #2 საპყრობილეში მოინახულეს პატიმარი ირაკლი დანგაძე, რომლის თქმითაც იგი დაახლოებით ერთი თვის წინ საპყრობილის თანამშრომლებმა სცემეს. ეს,  როგორც პატიმარი აღნიშნავს, საპყრობილის დირექტორის გოჩა მეგრელიშვილის და მისი მოადგილის ირაკლი კუჭუხიძის უშუალო მონაწილეობით მოხდა.
 
ირაკლი დანგაძის მიერ სახალხო დამცველის წარმომადგენლებისთვის მიცემულ ახსნა-განმარტებაში, პატიმარმა დაწვრილებით აღწერა, თუ როგორ გამოჰყავდათ საკნებიდან პატიმრები და როგორ ხორციელდებოდა მათზე ფიზიკური ზეწოლა.

„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ ორგანული კანონის თანახმად, სახალხო დამცველის აპარატის მონიტორინგის და გამოძიების დეპარტამენტის უფროსმა გიგა გიორგაძემ წერილობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსს თამარ თომაშვილს და შესაბამისი ზომების გატარება სთხოვა. პროკურატურაში ასევე გადაიგზავნა პატიმარ ირაკლი დანგაძის ახსნა-განმარტების ასლი.

ახალი ამბები