კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არასრულწლოვანთა ადმინისტრირებაზე სემინარი ჩატარდა

2 ივნისი, 2006

არასრულწლოვანთა ადმინისტრირებაზე სემინარი ჩატარდა

არასამთავრობო ორგანოზაცია „ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის“ ინიციატივით სახალხო დამცველის ოფისში ჟურნალისტებისთვის სემინარი ჩატარდა. პროექტი, რომელიც აღნიშნულმა ცენტრმა UNICEF-ის ფინანსური დახმარებით ახორციელებს, არასრულწლოვანთა სამართლის ადმინისტრირების რეფორმის მხარდაჭერას ეხება. ტრენერები იყვნენ „ადამიანის უფლებათა საინფორმაციო ცენტრის“ იურისტი ნინო ტოგონიძე და გიორგი აფრიაშვილი ასევე სახალხო დამცველის აპარატის გამოძიებისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი გიგა გიორგაძე.

რაც შეეხება სემინარზე განხილულ თემებს, ეს იყო: იუვენალური იუსტიციის ცნება; იუვენალური იუსტიციის მოდელები საზღვარგარეთის ქვეყნებში;  საერთაშორისო აქტები, რომლებიც არასრულწლოვანთა მიმართ მართლმსაჯულების განხორციელებას არეგულირებს და საქართველოში  არასრულწლოვანთა სასამართლო მოდელი.

როგორც ტრენერმა ნინო ტოგონიძემ გვითხრა, აღნიშნული პროექტის ფარგლებში ტრენინგი სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფებს შორის ტარდება. ეს ჯგუფებია: იურისტები, მოსამართლეები, პროკურორები, არასრულწლოვანთა აღმზრდელობითი დაწესებულების ადმინისტრაცია, ბავშვთა სოციალური ადაპტაციის ცენტრის ადმინისტრაცია და არასრულწლოვანთა აღმზრდელობითი დაწესებულების პატიმრები.     

პროექტის ფარგლებში ბავშვთა სოციალური ადაპტაციის ცენტრში იურიდიული და ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრიც გაიხსნა, სადაც „ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის“ ფსიქოლოგი და იურისტი მუშაობს.  ასევე, პროექტის ფარგლებში  იუსტიციის სამინისტროს არასრულწლოვანთა დაწესებულებაში პატიმრებს ინგლისურსა და კომპიუტერს ასწავლიან.   

ეკა გულუა

ახალი ამბები