კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არასამთავრობოები გირგვლიანის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესის ტრანსალაციას ითხოვენ

29 ივნისი, 2006

არასამთავრობოები გირგვლიანის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესის ტრანსალაციას ითხოვენ

თბილისი.29.06.06.მედიანიუსი. სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ერთ-ერთი მთავარი მოწმე თათია მაისურაძე დაიკითხა. სასამართლო პროცესს ესწრებიან არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც, რომლებსაც საქმის განხილვაზე სპეციალური მონიტორინგი აქვთ დაწესებული.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია პროცესის ორგანიზებულად ჩატარების ინიციატივით გამოდის და სასამართლო დარბაზის გარეთ სპეციალური მონიტორების დადგმას ითხოვს.

ასოციაციის ხელმძღვანელის ანა დოლიძის თქმით, სასამართლომ რეალური ნაბიჯები უნდა გადადგას ორგანიზაციული მხარის დასახვეწად, რათა კრიზისული სიტუაციები თავიდან აიცილოს. "სასამართლომ უნდა უზრუნველყოს მიკროფონები მოსამართლისა და მხარეებისათვის, რადგან დარბაზში ელემენტარულად არ ისმის ხმა. კარგი იქნება ტრანსლირება, მაგალითად, ინტერნეტით, რაც ელემენტარულია. ეს განმუხტავს იმ დაძაბულობას, რომელიც არსებობს", - აცხადებს იგი.

არასამთავრობო ორგანიზაცია "თანასწორობის ინსტიტუტის" წევრის ირაკლი კაკაბაძის თქმით, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს პირველ სხდომას ერთ-ერთი განსასჯელის, გია ალანიას მეგობრები ესწრებოდნენ, რომლებიც პროვოკაციის მოწყობას ცდილობდნენ და ამ მიზნით პროცესის მიმდინარეობას ხელს უშლიდნენ.

ირაკლი კაკაბაძე აღნიშნული ორი პირის ვინაობის დადგენის და მათი დასჯის მოთხოვნით გენერალურ პროკურორს ზურაბ ადეიშვილს წერილობით მიმართვას უგზავნის.

ირაკლი კაკაბაძემ ხელისუფლების იმ წარმომადგენელთა ვინაობაც დაასახელა, რომლებიც თანასწორობის ინსტიტუტს გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით თანადგომას და მხარდაჭერას უცხადებენ.

"მადლობელი ვარ ყველა იმ ადამიანის, ვინც კერძო საუბარში სინდისის და ადამიანობის მხარეზე დგას. დარეკა ქალბატონმა ელენე თევდორაძემ, მინდა მას მადლობა გადავუხადო; გოგა ხაინდრავას, რომელმაც ღიად დააფიქსირა თავისი პოზიცია... მინდა მადლობა გადავუხადო მაია ნადირაძესაც და ბევრ სხვა პარლამენტარს, რომლებმაც თავისი პოზიცია გვითხრეს", - აღნიშნა ირაკლი კაკაბაძემ.

ახალი ამბები