თბილისი.30.10.06.მედიანიუსი. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პატიმართა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში 29 ოქტომბერს მსჯავრდებული, 24 წლის ფრიდონ პ. გარდაიცვალა.
იგი სამკურნალო დაწესებულებაში გეგუთის №8 დაწესებულებიდან 27 ოქტომბერს გადაიყვანეს. ექიმებმა ავადმყოფს დელირიოზული მდგომარეობა და ფილტვების ტუბერკულოზი დაუდგინეს. სიკვდილის სავარაუდო მიზეზი გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა გახდა.
მსჯავრდებული ქურდობის ბრალდებით იყო გასამართლებული და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.