07:54, Tuesday, 19.11.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ყოფილი პარლამენტარი ,,ქართლის ხმას” უჩივის

28.11.2006
ყოფილი პარლამენტარი ბადრი ნანეტაშვილი ,,ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის” გორის წარმომადგენელს საბა წიწიკაშვილს სასამართლოში უჩივის. ამის შესახებ ჟურნალისტი, რომელიც ამავე დროს ადგილობრივ გაზეთ ,,ქართლის ხმას” რედაქტორია, საგადასახადო ინსპექციის უფროსის თამაზ მეჭიაურისადმი გაგზავნილ ნანეტაშვილის წერილიდან იგებს. ყოფილმა პარლამენტარმა საგადასახადო ინსპექციის უფროსს ასეთი შინაარსის წერილი გაუგზავნა;

,,მოგახსენებთ, რომ საინფორმაციო საშუალებებით გავიდა ინფორმაცია ჩვენი მხრიდან ტელერადიოკომპანია ,,თრიალეთის” გაკოტრებულად გამოცხადების მოთხოვნის შესახებ, სადაც დაფიქსირებულია თქვენი პოზიცია. კერძოდ, სტატიაშია აღნიშნულია, რომ საგადასახადოს უფროსი ,,თრიალეთის” გაკოტრებულად გამოცხადების მოთხოვნის შესახებ ინფორმაციას არ უარყოფს და დასძენს, რომ შესაძლოა წერილი კანცელარიაშია ან რომელი მოადგილეს აქვს დაწერილი განსახილველად… გვაინტერესებს თქვენი პოზიცია წერილობით, რადგან ეს სასამართლოში გამოგვადგება” – სწერს საგადასახადო ინსპექციის უფროსს თამაზ მეჭიაურს ბადრი ნანეტაშვილის ძმა და თანაც მოადგილე - ჯონი ნანეტაშვილი.

ნანეტაშვილების წერილში მითითებულია, რომ ისინი სასამართლოში ჩივილს აპირებენ. თავად ჟურნალისტი ნანეტაშვილების გააქტიურებას ასე აფასებს.

საბა წიწიკაშვილი: `2006 წლის 1 ნოემბრიდან ტელერადიოკომპანია ,,თრიალეთის” საინფორმაციო სამსახურმა შეწყვიტა მაუწყებლობა და ეთერში მხოლოდ სამძიმრები და კლიპები გადის. გარდა ამისა, მორბენალი სტრიქონით გვაუწყებენ, რომ ფინანსური პრობლემების გამო შეიქმნა ,,თრიალეთის” დახურვის საშიშროება და მოსახლეობას თითო ლარით დახმარებს სთხოვენ. ასეთ სიტუაციაში მე დავუკავშირდი საგადასახადო ინსპექციის უფროსს თამაზ მეჭიაურს და ვკითხე - ,,ოფიციალურად ხომ არ არის შეტანილი განცხადება ,,თრიალეთის” გაკოტრებულად გამოცხადების მოთხოვნის შესახებ. მეჭიაურმა არ უარყო ,,თრიალეთის” გაკოტრებულად გამოცხადების შესახებ არსებული ინფორმაცია, თუმცა ჩვენთან საუბარში დასძინა, რომ თუ ,,თრიალეთის” ასეთი მოთხოვნა წერილობით საგადასახადო ინსპექციაშია შემოსული, შესაძლოა, წერილი კანცელარიაში ინახებოდეს.”-ო.

აღნიშნული ინფორმაცია ჟურნალისტმა გაზეთ ,,ქართლის ხმაში” და ,,ახალ ვერსიაში” გამოაქვეყნა. სწორედ ამ ინფორმაციასთან დაკავშირებულ კომენტარს სთხოვს ნანეტაშვილი საგადასახადო ინსპექციის უფროსს.

,,ადამიანის უფლებათა საინფორმაციო ცენტრთან” საუბრაში თამაზ მეჭიაური აღნიშნავს, რომ ,,თრიალეთს” ბიუჯეტისადმი დავალიანება მართლაც აქვს. ,,გარდა ამისა, არ არის აუცილებელი გაკოტრების მოთხოვნით თვითონ ნანეტაშვილმა მოგვმართოს. ჩვენ მასალები შესაძლოა სასამართლოდან მოგვაწოდონ.” – აღნიშნავს თამაზ მეჭიაური.

საბა წიწიკაშვილი მიიჩნევს, რომ ნანეტაშვილი მაშინ გააქტიურდა, როდესაც მის ადგილობრივ გაზეთში ყოფილი პარლამენტარის ქონებრივი დეკლარაციაში დაფიქსირებული მასალების გამოქვეყნება დაიწყო. ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ ნანეტაშვილს პარლამენტარობის დროს იმდენი ქონებაა აქვს დაგროვებული, რომ უშემოსავლობაზე არ უნდა იწუწუნოს.

რაც შეეხება მოსახლეობიდან ფულის აკრეფას, ,,თრიალეთის” ამჟამინდელმა თანამშრომლებმა ფულის აკრეფა გორის რაიონის სოფლებიდან დაიწყეს. შემოიარეს სოფლები კარალეთი, მეჯვრისხევი, ზერტი და ა.შ. გორის რაიონის სოფელ ახალდაბაში ასეთი კურიოზიც მოხდა. გორში მცხოვრები 17 წლის ლევან ამბოკაძის თქმით, მის ბიცოლას, რომელიც სოფელ ახალდაბაში ცხოვრობს, ,,თრიალეთის” თანამშრომლების ვიზიტის რეალური მიზეზი ვერ გაუგია. მათ თხოვნაზე, რომ რაიმე დახმარება გაეწიათ, ოჯახის დიასახლისმა მათ შოთი ლავაში გამოუტანა. სოფელ ზერტში კი ,,თრიალეთის” თანამშრომლებს ფულადი დახმარების სანაცვლოდ ნატურით ლობიო შესთავაზეს.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC