კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნორა კვიციანის ადვოკატი მოსამართლის არაობიექტურობაზე საუბრობს

16 მარტი, 2007

ზუგდიდში, გალი-გულრიფშის რაიონულმა სასამართლომ ემზარ კვიციანის დის ნორა კვიციანი-არღვლიანის საქმის განხილვა დაიწყო. ნორა კვიციანის მიმართ საქმე ერთდროულად რამდენიმე მუხლითაა აღძრული. მას ბრალად ედება უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნა, იარაღის უკანონო შენახვა და მისი გამგებლობის დროს სახელმწიფო ქონების - 75 ათასი ლარის მითვისება. კვიციანი კოდორის მოვლენების დროს 2006 წლის 26 ივლისს დააპატიმრეს. დაკავებამდე ის კოდორის ხეობაში, სოფელ აჟარის გამგებელი იყო.  ნორა კვიციანი წაყენებულ ბრალდებებს არ აღიარებს და ამბობს, რომ ის უდანაშაულოა. მისივე თქმით, ის იმისთვის ისჯება, რომ „ხეობა შეინარჩუნა”.

კვიციანის ადვოკატმა, პაატა ჩუხუამ სასამართლო პროცესზე მოსამართლის დავით კეკენაძის აცილება მოითხოვა. მიზეზად მან მის მიერ დაყენებული შუამდგომლობების დაუკმაყოფილებლობა დაასახელა. ადვოკატის მოთხოვნას არ დაეთანხმა არც ბრალმდებელი და არც მოსამართლე. კეკენაძემ ადვოკატის მოთხოვნა უსაფუძვლოდ ჩათვალა.

კვიციანის ერთერთი ადვოკატი პაატა ჩუხუა პროცესს უარყოფითად აფასებს, მისი თქმით, სასამართლო არაობიექტურად მიმდინარეობს: „ჩვენ დღეს კონკრეტულად აგვიხსნეს, რომ არც ერთი მტკიცებულება არ იქნება გმოკვლეული. მე შემიძლია წინასწარვე ვივარაუდო, თუ რით დამთავრდება ეს პროცესი - ალბათ ყველა ბრალდების ეპიზოდში დადგება მისი გამამტყუნებელი განაჩენი. ამაში, უკვე ფაქტიურდ ეჭვი აღარ მეპარება, იმიტომ რომ არც ერთი ჩემს მიერ დაყენებული შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მოსამართლე არ არის ობიექტური,” -  ამბობს ჩუხუა.

კვიციანის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს აბსურდულად მიიჩნევენ მისი ოჯახის წევრებიც. ნორა კვიციანის დის ლალი კვიციანის თქმით: „ეს არის შოუ, სადაც მოსამართლე ყველფერში ეთანხმება პროკურორს და ისინი შეთანხმებულად მოქმედებენ”.

პროცესზე ბრალდების მხარემ 3 მოწმე წარადგინა, აქედან ერთერთმა წინასწარ ჩვენებაში მიცემული ჩვენება უარყო და თქვა, რომ ჩვენებაზე ხელი მან გამომძიებლის მოთხოვნით მოაწერა, რის შემდეგაც ადვოკატმა გამომძიებლის დაკითხვა მოითხოვა, თუმცა სხვა მოთხოვნების მსგავსად მოსამართლემ არც ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა.

მოწმეები ჯერ არ წარუდგენია დაცვის მხარეს, პროცესი 19 მარტს გაგრძელდება, ადვოკატის თქმით, სწორედ ამ დღეს გამოუტანენ კვიციანს განაჩენს.

ნანა საჯაია, ზუგდიდი

ახალი ამბები