კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არასამთავრობოთა კოალიცია საზოგადოებას ქვეყანაში არსებულ დარღვევებზე რეაგირებისკენ მოუწოდებს

22 მარტი, 2007

„მართლმსაჯულებაში სერიოზული კრიზისია,“ - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია  „სამოქალაქო საზოგადოება - დამოკრატიული საქართველოსათვის“ წევრები და საზოგადოებას სისტემაში არსებულ დარღვევებზე რეაგირებისაკენ მოუწოდებენ.

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, კოალიციაში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები გახმაურებულ სასამართლო პროცესებს, მათ შორის „თანასწორობის ინსტიტუტის“ წევრის ჯაბა ჯიშკარიანისა და 15 წლის გიორგი ზერეკიძის დაპატიმრებას გამოეხმაურნენ.

მათი შეფასებით, აღნიშნულ პირებს სასამართლომ არაადეკვატური სასჯელი შეუფარდა, რაც დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის არარსებობის შედეგია.

როგორც „თანასწორობის ინსტიტუტის“ წევრმა ლაშა ჩხარტიშვილმა აღნიშნა, სასამართლო ხელისუფლება აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლების სერიოზულ ზეწოლას განიცდის. ამის გამო, უდანაშაულო ან ნაკლებად დამნაშავე ადამიანები ზარალდებიან, რეალური დამნაშავეები კი ან არ ისჯებიან ან მათ ლმობიერ სასჯელს უფარდებენ, ხოლო  თავისუფალი აზრი იდევნება.

„ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“ ხელმძღვანელის ნანა კაკაბაძის თქმით, მოსამართლეები მხოლოდ კანონისგან დამოუკიდებელნი აღმოჩნდნენ, რასაც საზოგადოება წინ უნდა აღუდგეს.

„კავკასიის ქალთა ქსელის“ ხელმძღვანელი ნინო ციხისთავი კი აცხადებს, რომ არასამთავრობოთა კოალიცია ხელისუფლებას მორალურად დააჯარიმებს: „ვაჯარიმებთ საპარლამენტო უმრავლესობას მისი ერთ-ერთი წევრის ნიკა გვარამიას გამოსვლისთვის, რომელშიც მან პირდაპირ გამოხატა სახელმწიფო ხელისუფლების ნება, რათა ზეწოლა მოხდეს თავისუფალ მედიაზე. ვაჯარიმებთ მთლიანად ხელისუფლებას იმ ნიჰილიზმისთვის და შიშისთვის, რასაც ის საზოგადოებაში ნერგავს,“ - აღნიშნა ნინო ციხისთავმა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე გიორგი ჩხეიძე მიიჩნევს, რომ ამ ყოველივეზე რეაგირება თითოეულმა ჩვენგანმა უნდა მოახდინოს, იქნება ეს თავისუფალი აზრის გამოხატვა, თუ დაზარალებული ადამიანების გვერდში დგომა.

წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები