რადიო „იმედის” ხელმძღვანელობა დღეს პროკურატურას მიმართავს
20 ნოემბერი, 2007
რადიო „იმედის” ხელმძღვანელობა რადიოს მაუწყებლობის შეწყვეტასთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურას გამოძიების დაწყებას სთხოვს. ამ საკითხზე რადიოს მესვეურები პროკურატურას დღეს მიმართავენ.
როგორც „მედიანიუსს” რადიო „იმედის“ ადვოკატმა შალვა შავგულიძემ განუმარტა, საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ყადაღა დაადო ტელეკომპანია „იმედს” და შესაბამისად, მაუწყებლობაც შეუწყვიტა, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ ყოფილა საუბარი რადიო „იმედზე“. რადიო „იმედი“ არის ცალკე იურიდიული პირი”, - აღნიშნა შავგულიძემ.
მისივე თქმით, 7 ნოემბრის შემდეგ რადიოს ხელმძღვანელობისთვის რაიმე სამართლებრივი დოკუმენტი არავის წარუდგენია, რაც დანაშაულებრივი ქმედებაა. რადიო „იმედის“ ხელმძღვანელობა გენერალურ პროკურატურას აღნიშნულ საქმეზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით 20 ნოემბერს მიმართვას.
აღსანიშნავია, რომ რადიო „იმედის“ საეთერო მაუწყებლობა 7 ნოემბერს ტელეკომპანია „იმედის” მაუწყებლობის პარალელურად შეწყდა.
წყარო: მედიანიუსი
ახალი ამბები
პოპულარული
სტატია
13 თებერვალი, 2024
სტატია
28 დეკემბერი, 2023
სტატია
13 დეკემბერი, 2023