კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბათუმში აქციის დაშლის გამო ოპოზიცია ნინო ბურჯანაძეს მიმართავს

3 დეკემბერი, 2007

დღეს ბათუმში სამართალდამცავებმა ახალგაზრდების საპროტესტო აქცია დაარბიეს. გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლის თინა ხიდაშელის თქმით, ახალგაზრდების აქცია  დაშალეს სამოქალაქო ფორმაში გადაცმულმა სამართალდამცავებმა, რომლებიც წარსულში ასლან აბაშიძის რეჟიმს ემსახურებოდნენ. მისივე ინფორმაციით, საპროტესტო აქციის 10-მდე მონაწილე დაკავებულია.

"მივმართავ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ნინო ბურჯანაძეს, შეწყდეს ძალადობა ჩვენს მხარდამჭერებზე. სააკაშვილის რეჟიმი უკვე აგონიაშია, ითვლის ბოლო წუთებს და სჩადის ათას უკანონობას. ეს ყველაფერი ლოგიკური დასასრულისაკენ მიემართება. ამჟამინდელი ხელისუფლება უახლოეს მომავალში შეიცვლება", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები