გალის დაბალი ზონის მაცხოვრებლები საქართველოს ხელისუფლებისაგან დახმარებას ითხოვენ. მოსახლეობა ენგურის ხიდის გახსნას და სოფლებში საკვები პროდუქტების შეტანას ითხოვს.
ადგილობრივი მისახლეობის თქმით, ენგურის ხიდი , რომელიც სოფელ ოტობაიასა და ზუგდიდის რაიონის სოფელ ორსანტიას აკავშირებს, ორი კვირაა ჩაკეტილია და მათ საკვები პროდუქტების შეტანის საშუალება არ ეძლევათ.
როგორც „აფხაზეთის მედია-ცენტრს“ ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა აცნობეს, რამდენიმე დღეა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონის საზღვარზე მდგარი რუსი სამშვიდობოები ჩეჩენმა და აფხაზმა სამხედრო შეიარაღებულმა პირებმა შეცვალეს, ხოლო ისინი ოტობაია-განმუხურის საზღვარზე არიან გადაყვანილნი.
მათი ინფორმაციით, რამდენიმე დღეა სოფელ ოტობაიაში მთელი ღამის განმავლობაში პერიოდულად ისმის სროლები და აფეთქებები რაც მოსახლეობის შეშფოთებას იწვევს.
წყარო: მედიანიუსი