კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ეკა ბესელიას შვილი პოლიტიკური დევნის მსხვერპლია

1 ივლისი, 2008

,,ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიმართვა

,,ადამიანის უფლებათა ცენტრი“ შეშფოთებას გამოხატავს ,,გაერთიანებული ოპოზიციის“ წევრის ეკა ბესელიას  შვილის მიმართ საქმის აღძვრასთან დაკავშირებით. 15 წლის რატი მილორავა თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში დაკითხვაზე დაიბარეს და ბრალდება წაუყენეს ხულიგნობის მუხლით, რომელიც 2-5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

ეკა  ბესელიას თქმით,  აღნიშნული ინციდენტი 4 თვის წინ მოხდა.  მისი შვილი შეესწრო მაღაზიის მცველისა და არასრულწლოვანების ჩხუბს. 4 თვის განმავლობაში პოლიცია ამ ფაქტით არ დაინტერესებულა, საქმე მხოლოდ მაშინ აღძრეს, როცა გაიგეს, რომ რატი მილორავა ეკა ბესელიას ვაჟი იყო. ბესელია აცხადებს, რომ მისი შვილის დაპატიმრების მცდელობა მის საქმიანობას უკავშირდება.

იმ  ვითარების გათვალისწინებით, რომელიც დღეს საქართველოშია შექმნილი, იგულისხმება  განსხვავებული აზრის მატარებელი ადამიანებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა მასობრივი დევნა, ,,ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მიიჩნევს, რომ ეკა ბესელიას შვილს ხელისუფლება პოლიტიკური ანგარისწორებისათვის იყენებს.

,,ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მოუწოდებს  მედიასა და  საერთაშორისო ორგანიზაციებს დროულად მოახდინონ რეაგირება ამ საკითხთან დაკავშირებით.

ახალი ამბები