კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თიანეთში სასურსათო პაკეტებს იმ ოჯახებსაც აძლევენ, ვინც სტიქიის შედეგად არ დაზარალებულა

10 აგვისტო, 2012

თიანეთის რაიონის სოფლებში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სასურსათო პაკეტებს არიგებენ. პაკეტებს, რომლებიც მხოლოდ სტიქიით დაზარალებულებისთვის უნდა ყოფილიყო განკუთვნილი, ის მოქალაქეებიც იღებენ, რომლებიც სტიქიის შედეგად არ დაზარალებულან.

პაკეტში 2 ტომარა ფქვილი, 3 ლიტრი ზეთი და 10 კილოგრამი შაქარი შედის. როგორც მცხეთა–მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს თიანეთის რაიონის სოფელ ორხევში მცხოვრებმა ერთ–ერთმა მოქალაქემ განუცხადა, სოფელში, სადაც 200–მდე ოჯახი ცხოვრობს, სტიქიის შედეგად მხოლოდ 12 ოჯახი დაზარალდა, სასურსათო პაკეტი კი თითქმის ყველა ოჯახმა მიიღო. „ჩემი ოჯახი არ დაზარალებულა, მაგრამ ფქვილი, ზეთი და შაქარი ჩვენც მოგვცეს. პროდუქტები თითქმის ყველა ოჯახს მისცეს. ძალიან გამიხარდა და თან გამიკვირდა. უარი არავის უთქვამს. პროდუქტები ყველამ აიღო,“ – აღნიშნა ერთ–ერთმა მოქალაქემ.
 
„სეტყვისა და ქარის გამო არც სოფელი ჟებოტა დაზარალებულა, მაგრამ პროდუქტები აქაც დაარიგეს. თუმცა, სასურსათო პაკეტები ყველა ოჯახისთვის არ დაურიგებიათ. პროდუქტები „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს არ მისცეს“, – უთხრა მცხეთა–მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს სოფელ ჟებოტას მცხოვრებმა.
 
სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის სურსათის შესაძენად თანხა მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო. სასურსათო პაკეტებს სოფლებში გამგეობის და საკრებულოს თანამშრომლები არიგებენ, რომლებიც ამავე დროს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არიან.
 
ირინე ურუშაძე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ იურისტი: „თუ სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისთვის დახმარებას პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არიგებენ და დახმარების მიმღებთა შორის არიან ისეთი მოქალაქეებიც, რომლებიც სტიქიის შედეგად არ დაზარალებულან, საქმე გვაქვს ამომრჩეველთა მოსყიდვასთან. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და მმართველ პარტიას შორის ზღვარი, ფაქტობრივად, არ არსებობს. თუ დახმარების მიმღებ მოქალაქეებს არჩევენ პოლიტიკური ნიშნით, ეს არის წინასაარჩევნო ქმედება. აქედან გამომდინარე, ეს არის ამომრჩეველთა მოსყიდვა“.
 
შეგახსენებთ, რომ 19 ივლისს მოსული ძლიერი წვიმისა და სეტყვის გამო დაზარალდა თიანეთის რაიონის სოფლები: სიმონიანთხევი, ღულელები, გორანა, ნადოკრა და ნაქალაქარი. როგორც მცხეთა–მთიანეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი აბაშვილმა განაცხადა, სტიქიის შედეგად რაიონს 300 000 ლარის ზარალი მიადგა.

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები