კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების ფარგლებში რიგით 57-ე შეხვეედრა გაიმართა

4 აგვისტო, 2015
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების ფარგლებში გამართული რიგით 57-ე შეხვედრის შემდეგ  რამდენიმე ნიშვნელოვან კითხვას პასუხი გაეცა. შშს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის შალვა ენუქიძის განცხადებით, ერთი წლის წინ გაუჩინარებული რომან შიტიკოვი ამჟამად თავს კარგად გრძნობს და დევნილის სტატუსით  რუსეთის ფედერაციაში იმყოფება. ქართულ მხარეს ამ დრომდე არ ჰქონდა ინფორმაცია გაუჩინარებული შიტიკოვის შესახებ.

შიტიკოვს 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, გამოჩენილი მხედრული მამაცობისთვის მაშინდელი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გრიგოლ მგალობლიშვილის ბრძანებით მედალი აქვს მიღებული. 

მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ ჯანმრთელობის გაუარესების გამო, ცხინვალის ციხიდან ერთი წლის წინ დაკავებულ გურამ გეგელაშვილს გაათავისუფლებენ.

,,გეგელაშვილს დღეს, 18:00 საათზე წითელი ჯვრის მეშვეობით გადმოგვცემენ და დაუბრუნდება საკუთარ ოჯახს.  ამ დრომდე გაურკვეველი რჩება უგზო-უკვლოდ დაკარგული გრიგოლ ნალბანდოვის საკითხი“,- განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, შალვა ენუქიძემ.

შეხვედრაზე მხარეებმა ხურვალეთში განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრეს. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ე.წ. „საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერების და მავთულ-ხლართების გავლების პროცესის შეჩერება მოითხოვეს, რაზეც ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობისგან ბუნდოვანი პასუხი მიიღეს. მათ არ იციან გააგრძელებენ თუ არა ე.წ. „საზღვრის“ სადერმაკაციო სამუშაოებს. 

,,ბოლო შეხვედრიდან დღემდე სერიოზულ ინციდენტს ადგილი არ ჰქონია, ამიტომ შევძელით, გვესაუბრა სხვა საკითხებზე და შეთანხებასაც მივაღწიეთ“, - აღნიშნა ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობის წარმომადგენელმა ხოხ გაგლოითმა.   
მხარეებმა, ძირითადად, სამეურნეო საკითხებზე მიაღწიეს შეთანხმებას, რომელიც ტირიფონის სარწყავი სისტემის ამოქმედებას უკავშირდება. ოსური მხარის წარმომადგენლებმა დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადეს, რომ  მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არხის გაწმენდის სამუშაოები დაასრულეს და რამდენიმე დღეში წყლის გამოშვებას გეგმავენ. 

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფი ერთვიან შესვენებას აცახადებს და მუშაობას 23 სექტემბრს განაახლებს.

ახალი ამბები