კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორის მერიის საიჯარო ხელშეკრულებას დეპუტატების ნაწილის პროტესტი მოჰყვა

8 დეკემბერი, 2015
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

4 დეკემბერს ქ. გორის საკრებულოს სხდომაზე შპს „ჯეო დისტრიბუშენ გრუპისთვის“ პირდაპირი განკარგვის წესით მიწის ფართის იჯარით გადაცემის საკითხის განხილვას ხმაური მოჰყვა. აღნიშნული შპს ქალაქის ცენტრში სავაჭრო ობიექტის განთავსების   სანაცვლოდ ვალდებულებას იღებს, რომ მიწისქვეშა გადასასვლელს მოუვლის. ,,ჯეო დისტრიბუშენ გრუპი" ქათმის ბარკლების რეალიზაციას ეწევა.  
 
,,ისე არავინ გაიგოს, რომ წარმოების განვითარების წინააღმდეგი ვიყო, მაგრამ არ მიმაჩნია მართებულად ქალაქის ცენტრში ჩაიდგას სავაჭრო ჯიხურები. თუ ერთს დავრთავთ ნებას მაშინ სხვას რა ლოგიკით უნდა უთხრათ უარი", - განაცხადა საკრებულოს წევრმა მინდია  გოდერძიშვილმა.

მიწისქვეშა გადასასვლელის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარე, საკრებულოს წევრი ზაზა მეზვრიშვილი „ჯეო დისტრიბუშენ გრუპის“ შემოთავაზებას მხარს უჭერს. 

ქალაქში ჯიხურის დადგმის ინიციატივას ეწინააღმდეგება საკრებულოს დეპუტატი  ლერი ლაფაჩი.

„სამწუხაროა, რომ ქალაქს ისეთი უნიათო მერი ჰყავს, რომელიც თავად ვერ ახერხებს მიწისქვეშა გადასასვლელების მოწესრიგებას და პასუხისმგებლობას კომპანიას აკისრებს, რომელიც სანაცვლოდ ქალაქში ჯიხურის დადგმას ითხოვს. მოგეხსენებათ, ქალაქის იერსახეს ამახინჯებს ჯიხურები, რაც ჩემთვის მიუღებელია“, - აღნიშნა ლერი ლაფაჩმა.

გორის მერის მრჩევლის შალვა ტლაშაძის განცხადებით, 15კვ/მ იჯარით გადაცემის სანაცვლოდ ადგილობრივ ბიუჯეტში ყოველთვიურად 103 ლარი შემოვა.
,,აღნიშნული მიწისქვეშა გადასასვლელის მოვლა-პატრონობა და შენახვა ქლაქისთვის  ყოველთვის  პრობლემას წარმოადგენდა, თუმცა არ ნიშნავს რომ მხოლოდ ამ მოტივით გადაეცა კომპანიას მიწის ფართი არენდით.  მოვლა-პატრონობა  იყო ერთ-ერთი, მაგრამ არა ძირითადი ფაქტორი. არენდით გადაცემული ტერიტორია არის 15კვ/მ, რომლის საიჯარო ღირებულება 103 ლარს შეადგენს ყოველთვიურად. ეს არ იქნება ჯიხურის ტიპის, ეს იქნება პლატფორმაზე დამდგარი სავაჭრო ობიექტი",-აღნიშნა შალვა ტლაშაძემ.

საკითხის განხილვის დროს ორმა დეპუტატმა ,,თავისუფალი დემოკრატებიდან" თამარ თედლიაშვილმა და ,,ბურჯანაძე გაერთიანებული ოპოზიციიდან" ზურაბ როსებაშვილმა  კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს. ,ენმ" -ის და ,,ქართულმა პარტიის" წევრებმა კი  საკითხის წინაღმდეგ მისცეს ხმა.   ,,ქართული ოცნების" ექვს დეპუტატს მეშვიდე ,,ლეიბორისტული პარტიის" წევრის ხმა დაემატა და ,,ჯორჯიან დისტრიბუშენ გრუპს" ხუთ წლიანი იჯარით  15 კვ/მ მიწის ნაკვეთი  სავაჭრო ობიექტის დადგმის უფლებით გადაეცა.

ახალი ამბები