კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სამართლებრივი კრიზისი გორის თვითმმართველ ორგანოში

13 ივლისი, 2016
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

ქალაქ გორის საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის ექსპერტი ზაალ გუდაძე თანამდებობიდან საკრებულოს თავმჯდომარის, ილია მეტრეველის ბრძანებით, 8 ივლისს მეორედ გათავისუფლდა. გუდაძე დაკავებული თანამდებობიდან პირველად 17 ივნისს გაათავისუფლეს, თუმცა, იგი 24 საათში კვლავ აღადგინეს თანამდებობაზე. 

„საკრებულოს თავმჯდომარე ილია მეტრეველი ირაკლი ოქრუაშვილის მონაა, ამ ყველაფრის უკან ოქრუაშვილი დგას. ყოფილი ჩინოვნიკი გაბოროტებული კაცია. არ ვიცი, რა უნდა ჩემთან“,- განაცხადა ზაალ გუდაძემ.

საკრებულოს თავმჯომარესა და მის მრჩეველ ირაკლი ოქრუაშვილს მედიასთან გუდაძის მეორედ გათავისუფლების მიზეზებზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.
გუდაძის გათავისუფლების შემდეგ გორის თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოში დეპუტატების ნაწილი საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის აუცილებლობაზე საუბრობენ.

ქ. გორის თვითმმართველობაში პოლიტიკურ კრიზისს სამართლებრივიც დაემატა. 17 ივნისს ქ.გორის საკრებულოს თავმჯდომარემ 24 საათში საკრებულოს აპარატის ხუთი თანამშრომელი ჯერ გაათავისუფლა, შემდეგ კი კვლავ აღადგინა თანამდებობაზე. ხუთიდან ორს - გიორგი აფციაურსა და ზაალ გუდაძეს ისევ შტატგარეშე თანამშრომლად გაუფორმდათ ხელშეკრულება. რა მიზნით შეიცვალა საკადრო პოლიტიკა ამ კითხვაზე საკრებულოს თავმჯდომარე პასუხს არ სცემს. მისი თქმით, კონსულტაციების შემდეგ კვლავ აღადგინა თანამშრომლები თანამდებობაზე.

დეპუტატების ნაწილი ვარაუდობს, რომ საკადრო პოლიტიკის ცვლილება სასამართლოში მიმდინარე საქმეს უკავშირდება. 

ქ. გორის მერიამ საკრებულოს თავმჯდომარის ნორმატიული აქტის გასაუქმებლად გორის რაიონულ სასამართლოს მიმართა. საქმე ეხება საკრებულოს თავმჯდომარის, ილია მეტრეველის მიერ შტატგარეშე მრჩევლად ირაკლი ოქრუაშვილის დანიშვნას. გორის მერია საკრებულოს თავმჯდომარე ილია მეტრეველს შტატგარეშე თანამშრომლების ლიმიტის გაცილებას ედავება და მისი მრჩევლის ირაკლი ოქრუაშვილის დანიშვნის ბრძანების გაუქმებას ითხოვს. კანონის მიხედვით, მუნიციპალიტეტში დასაქმებულ საშტატო რაოდენობის 10%-ს არ უნდა აღემატებოდეს შტატგარეშე თანამშრომლების რიცხვი.  გორის მუნიციპალიტეტის საშტატო ნუსხას 122 საჯარო მოხელით არის დაკომპლექტებული. რომლის 10 %-ი 12,5 ადამიანს შეადგენს.  გორის მერიაში 15 შტატგარეშე თანამშრომელია, ლიმიტს გადაცილებით დანიშნულთა ნუსხაში ირაკლი ოქრუაშვილი და რამაზ შარიქაძე მოხვდა. საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით ეს თანმიმდევრობა  შეიცვალა, ირაკლი ოქრუაშვილი და რამაზ შარიქაძე უკვე ლიმიტს აკმაყოფილებენ, კანონის მოთხოვნებს არღვევს აფციაურისა და გუდაძის დანიშვნა. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო გორის მერიის სასარჩელო მოთხოვნას დააკმაყოფილებს, საკრებულოს თავმჯდომარეს, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების დროს, სწორედ ბოლოს დანიშნული ორ შტატგარეშე კადრის  გათავისუფლება მოუწევს. 

,,ეს არის კარგად გამიზნული სპექტაკლი. რეალურად, მთელი ეს პროცესი იმ მიზანს ემსახურებოდა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების დროს  ოქრუაშვილის ნაცვლად სწორედ გუდაძე და აფციაური არიან ლიმიტს გადაცილებული”,- განაცხადა საკრებულოს დეპუტატმა თამარ თედლიაშვილმა. 

ახალი ამბები