კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორის საკრებულოს თავმჯდომარე უხარისხოდ შესრულებელ პროექტებზე საუბრობს

28 სექტემბერი, 2017
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

28 სექტემბერს  ქალაქ გორის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე ხმაური მერიის ზედამხედველობის სამსახურის მუშაობის შეფასებას მოჰყვა. საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, ზურაბ როსებაშვილის განცხადებით, მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერები უხარისხოდ სრულდება და ზედამხედველობის სამსახურის მხრიდან სათანადო რეაგირება არ არის.

,,გორის სამხატვრო სკოლის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები უხარისხოდ არის შესრულებული,  კიბეზე  ძველი ბაზალტის ფილებია დაგებული. შენობის რეაბილიტაციაზე 100 000 ლარი დაიხარჯა და მასში წყალი ჩამოდის, ასევე არის სხვა პრობლემებიც“, - განაცხადა როსებაშვილმა.

​გორის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, მას სამხატვრო სკოლაში წყლის ჩამოსვლასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს.  მირიან კლიმიაშვილი ამბობს, რომ შენობის სახურავს რეაბილიტაცია ჩაუტარდა და აღნიშნული პრობლემის შესახებ დღეს პირველად გაიგო.

მირიან კლიმიაშვილი, გორის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი:,,სამხატვრო სკოლის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები არ გვაქვს ჯერ ჩაბარებული და თუ რაიმე ხარვეზები გამოიკვეთა, კონტრაქტში არის ჩადებული პირობა, რომ სამშენებლო კომპანიამ უნდა გამოასწოროს. მერიის ზედამხედველობის სამსახური ყველა ობიექტს სწავლობს და ისე ხდება მისი ჩაბარება.”

მერიის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა საკრებულოს წევრებს შესთავაზა, რომ ერთად დაათვალიერონ სამხატვრო სკოლის შენობა და ყველა ის ობიექტი, რომლის მიმართაც კითხვები ჩნდება.

ახალი ამბები