მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
სტატია
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
სურბ ეჩმიაძინისა და სურბ გევორგის ტაძრების რესტავრაციის შემდეგ სომეხთა სამოციქულო ეკლესია მათ საკუთრებაში გადაცემას ელის
30 დეკემბერი, 2015
საქართველოში სომეხთა წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის რამდენიმე ათეული მოქმედი ტაძარია, პატარა სამლოცველოების ჩათვლით. 1930-იან წლებამდე ტაძრები სომეხი მრევლის საკუთრებაში იყო, შემდეგ კი კომუნისტურმა მთავრობამ ჩამოართვა, როგორც სხვა კონფესიებს. მხოლოდ თბილისის ორ ტაძარში - სურბ ეჩმიაძინისა და სურბ გევორგის ტაძრებში შებარჩუნდა წირვა-ლოცვა. დღესდღეობით თბილისში მხოლოდ ეს ორი ტაძარია მოქმედი. ორივეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.
საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის გადადგომა მოითხოვა
30 დეკემბერი, 2015
29 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ მამუკა ახვლედიანმა წლის შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართა. ახვლედიანმა გასული წლის მოვლენები და უკანასკნელ წლებში განხორციელებული სასამართლო რეფორმები შეაფასა. მისი თქმით, რეფორმების პროექტი გაუმართავი იყო.
ქალაქ გორის 2016 წლის ბიუჯეტის მიღება საკრებულოს სხდომაზე ჩავარდა
30 დეკემბერი, 2015
25 დეკემებერს ქალაქ გორის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე 2016 წლის ბიუჯეტი დეპუტატებმა ვერ მიიღეს. სხდომას საკრებულოს 15 წევრიდან 14 ესწრებოდა, ბიუჯეტის კენჭისყრის დროს ხმები შუაზე გაიყო და მომავალი წლის ბიუჯეტი ჩავარდა.
დაშგინ აღარარლის და ადამ ესმურზიევის „სტატუსი“
30 დეკემბერი, 2015
ქვეყანაში უცხოელთა უფლებების შელახვისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიზნით, ადამიანის უფლებათა ცენტრი საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობით დაინტერესებისა და კანონმდებლობისა და პრაქტიკის შეცვლისაკენ მოუწოდებს. მიმართვის საბაბი კი გახდა უცხოელთათვის ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებული პრობლემები, რომელთა გადაჭრას რამდენიმე წელია ვერ ახერხებენ აზერბაიჯანის ოპოზიციური პარტიის „მუსავათის“ წევრი დაშგინ აღარარლი და რუსეთის მოქალაქე, ეთნიკურად ინგუში ადამ ესმურზიევი. ადამიანის უფლებათა ცენტრში მიიჩნევენ, რომ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ სტატუსის მინიჭებაზე მათ დაუსაბუთებელი უარი უთხრა.
ევროკავშირის დროშები და საბჭოთა სიმბოლიკები გორში
30 დეკემბერი, 2015
18 დეკემბერს ევროკომისიამ საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის (VLAP) იმპლემენტაციის შესახებ რიგით მეოთხე, საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც წერია, რომ საქართველომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ტექნიკური პროცესი წარმატებით დაასრულა.
მსჯავრდებულ ილია აფხაზავას საქმე
28 დეკემბერი, 2015
23 დეკემბერს ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლებმა სასჯელაღსრულების სისტემაში დანერგილი მანკიერი პრაქტიკის შესახებ პრაიმტაიმის პრეს-კლუბში პრესონფერენცია გამართეს.
გორის რაიონის სოფლებში სარეზერვო მიწების გასხვისებას აპროტესტებენ
25 დეკემბერი, 2015
ლადო ბიჭაშვილი, შორენა ბიჭიკაშვილი, შიდა ქართლი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიცში სარეზერვო მიწების გაყიდვის ფაქტი ადგილობრივმა მოსახლეობამ გააპროტესტა. მოსახლეობის განცხადებით, აღნიშნულ მიწის ნაკვეთებს საძოვრებად იყენებდნენ. დიცში მაცხოვრებლების ინფორმაციით, 1991-92 წლებში, როდესაც საქართველოში მიწების პრივატიზაცია მოხდა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიცის თითოეულმა მცხოვრებმა გარკვეული მიწის ნაკვეთი დათმო, რათა სოფელს ჰქონოდა სარეზერვო მიწები, სადაც პირუტყვს აძოვებდნენ. სარეზერვო მიწები 124 ჰექტარს შეადგენდა.
ქარელში საჯარო მოხელის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა
24 დეკემბერი, 2015
ქარელის მუნიციპალიტეტის ყოფილმა გამგებელმა ემიკო ფეიქრიშვილმა, რომელიც ამჟამად პარლამენტში ქარელის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენელია, მუნიციპალიტეტის გამგებლის თანაშემწეს, ილია ქელეხსაშვილს ყურის ნაწილი მოაჭამა. დაპირისპირება ადგილობრივ მოხელეებს შორის შიდა პოლიტიკური სიტუაციების გარკვევამ გამოიწვია, რაც სიტყვიერი დაპირისპირებიდან ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
ონის სინაგოგა დღეს ისევ დაკეტილია
21 დეკემბერი, 2015
„1950 წელს ონში ჩასულ მაშინდელი სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს თანამშრომლებს შენობის კარი შიგნიდან ჩარაზული დახვდათ, მაგრამ შენობიდან ჩვილების ტირილი ისმოდა. როცა მიუყურადეს მიხვდნენ, რომ შენობაში ძალიან ბევრი ბავშვი იყო. ქუჩაში შეკრებილი უამრავი ონელისაგან კი შეიტყვეს, რომ შენობაში არა მხოლოდ ებრაელი, არამედ ქართველი დედებიც შვილებთან ერთად იმყოფებოდნენ, რათა არავისთვის მიეცათ სინაგოგის დახურვის საშუალება. ქართველი და ებრაელი ქალების ამ თავდადებამ ონის სინაგოგა განადგურებას გადაარჩინა“, - ასეთ გადმოცემებს მოისმენთ ონში ებრაელებისა და ქართველების მიერ ონის სინაგოგის დასაცავად განხორციელებული გმირული ისტორიებიდან.
არა „შემსრულებელ“ მოსამართლეებს!
17 დეკემბერი, 2015
15 დეკემბერს საპროტესტო აქცია გაიმართა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შენობის წინ, სადაც საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებმა და დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის ერთ კოალიციაში გაერთიანებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ტრანსპარანტები მიიტანეს და მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ლევან მურუსიძის მონაწილეობა გააპროტესტეს.
მთავარი პროკურორის თქმით, შეწყალების საკითხებთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში ქართული ოცნების ორი დეპუტატი დაიკითხა
16 დეკემბერი, 2015
პარლამენტის ვიცე–სპიკერი მანანა კობახიძე და პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია დაიკითხნენ იმ გამოძიების ფარგლებში, რომელიც პატიმართა შეწყალების პროცესში ზეგავლენით სავარაუდო ვაჭრობის საქმეს ეხება, განაცხადა მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ორშაბათს.
გორში Human Rights Watch-ის საქმიანობის შესახებ ფილმის ჩვენება გაიმართა
15 დეკემბერი, 2015
10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, ადამიანის უფლებათა ცენტრმა ნიდერლანდების საელჩოს დაფინანსებით გორის სასწავლო უნივერსიტეტში Human Rights Watch-ის საქმიანობის შესახებ ფილმის ჩვენება გამართა. ფილმის ჩვენებას არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, სტუდენტები და ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ოპოზიცია 2016 წლის ბიუჯეტის პროექტს აკრიტიკებს
11 დეკემბერი, 2015
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტი 7 071 000 ლარით განისაზღვრა. აქედან 1 700 000 ლარი სახელფასო ფონდია. 2015 წელს სახელფასო ფონდი 1 630 000 შეადგენდა, რომელიც გამგეობამ ახალი წლიდან 70 000 ლარით გაზარდა. მთავარ ფინანსურ დოკუმენტში პრემიების მუხლი არ არის შეტანილი, თუმცა გამგეობის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსი გიორგი მანგოშვილი არ გამორიცხავს, რომ თანამშრომლებს, დამსახურების შემთხვევაში, დანამატიც მისცენ.
ლაგოდეხში სტიქიით დაზარალებული ოჯახი დახმარებას ითხოვს
9 დეკემბერი, 2015
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელიანში მცხოვრები გრიშა და ნათელა ნეფარიძეები დახმარებას ითხოვენ. მათი თქმით, 20 აგვისტოს მოსულმა სტიქიამ მათი საცხოვრებელი სახლის სახურავი დააზიანა. დაზიანებული სახურავიდან კი წვიმის დროს წყალი ჩამოდის, რის შედეგადაც კედლებიც დაზიანდა. ნეფარიძეების თქმით, თუ დროულად არ შეცვალეს სახლის სახურავი კედლის ჩამოშლის საშიშროება იქმნება.
უცხოელთათვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებული პრობლემები
8 დეკემბერი, 2015
4 დეკემბერს ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლებმა უცხოელთათვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებულ პრობლემებთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართეს. პრესკონფერენციაზე აზერბაიჯანიდან პოლიტიკური მოტივებით დევნილი დაშგინ აღარლალისა და ინგუშეთიდან რუსეთის ფედერაციის მიერ დევნილი ადამ ესმურზიევის საქმეები განიხილეს.
მარგველაშვილი: სააკაშვილმა „შეურაცხყოფა მიაყენა“ საქართველოს და პრეზიდენტის ინსტიტუტს
7 დეკემბერი, 2015
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ მისმა წინამორბედმა, მიხეილ სააკაშვილმა „შეურაცხყოფა მიაყენა“ საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტს და ქვეყანას, როდესაც უკრაინის მოქალაქეობის მიღებით საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა არჩია.
წინადადება საქართველოს მთავარ პროკურორს ქობულეთის პოლიციის შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებებზე გამოძიების დაწყების შესახებ
4 დეკემბერი, 2015
Ombudsman.ge 2015 წლის 30 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს შს სამინისტროს ქობულეთის პოლიციის თანამშრომლების მხრიდან შესაძლო არასათანადო მოპყრობის და სხვა დანაშაულებრივი ქმედებების ფაქტზე გამოძიების დაწყების წინადადებით მიმართა მთავარ პროკურორს.
ზაარდიაანთკარიდან დევნილი ოჯახი კვლავ თავშესაფრის გარეშე დარჩა
2 დეკემბერი, 2015
29 ნოემბერს, გორში ნომერ პირველ საბავშვო ბაღის შენობაში ხანძარი გაჩნდა. ხანძრის კერა შენობის ის ნაწილი იყო, სადაც გორის მუნიციპალიტეტის საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფელ ზარდიაანთკარიდან იძულებით გადაადგილებული რამდენიმე ოჯახია შესახლებული.
ადრეული ქორწინების წინააღმდეგ აქცია გაიმართა
1 დეკემბერი, 2015
25 ნოემბერს, გორში ადრეული ქორწინების წინააღმდეგ აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეების განცხადებით, ადრეული ქორწინება ზრდის ოჯახური ძალადობის შემთხვევებს. ოჯახური ძალადობის შემთხვევების სტატისტიკის მიხედვით, ორი წლის განმავლობაში (2011-2013 წ.წ.) 7 367 გოგონამ (მე-7- მე- 9 კლასის მოსწავლეებმა) განათლების მიღება შეწყვიტა ადრეული ქორწინებისა და მასთან დაკავშირებული პრობლემების გამო.