მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
სტატია
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
ირაკლი შიოლაშვილის მამამ კიდევ 275 000 კვ.მ სახნავი მიწა იყიდა
27 სექტემბერი, 2017
პარლამენტის მაჟორიტარი წევრის, კახეთის ყოფილი გუბერნატორის ირაკლი შიოლაშვილის მამამ - გენადი შიოლაშვილმა, 2017 წლის 11 სექტემბერს, დედოფლისწყაროს ტერიტორიაზე, შირაქში მდებარე 275 000 კვ.მ სახნავი მიწის ნაკვეთი იყიდა. დღეისათვის, ირაკლი შიოლაშვილის მშობლების მფლობელობაში 3 250 000 კვ.მ, ანუ 325 ჰექტარი სახნავი მიწა ირიცხება. შიოლაშვილის მშობლები ბოლო სამი წლის განმავლობაში, მას შემდეგ გამდიდრდნენ, რაც მათი შვილი ჯერ გამგებლად, შემდეგ კი გუბერნატორად დაინიშნა.
გორში რესპუბლიკურმა პარტიამ სიის პირველ ნომრად შშმ პირი დაასახელა
26 სექტემბერი, 2017
,,რესპუბლიკურმა პარტიამ" თბილისის საკრებულოს პროპორციულ სიაში, სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელის, ნინო ბოლქვაძის მე-7 ნომრად წარდგენის შემდეგ, კიდევ ერთი ხმაურიანი განაცხადი გორის მუნიციპალიტეტში გააკეთა. გორში პარტიის პროპორციული სიის პირველი ნომერი შშმ პირი ვიქტორ ქარქიშვილია.
დემირელის სახელობის კერძო კოლეჯს ავტორიზაციაზე უარი ეთქვა
13 სექტემბერი, 2017
15 სექტემბერს დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი სწავლას აღარ განაახლებს. კოლეჯმა 25-წლიანი საგანმანათლებლო საქმიანობა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, შეწყვიტა. დემირელის სახელობის კოლეჯს ავტორიზაციის მოთხოვნაზე საბჭომ უარი მიმდინარე წლის 29 აგვისტოს უთხრა. როგორც დასკვნაშია აღნიშნული, ავტორიზაციის საბჭომ ეს გადაწყვეტილება საგანმანათლებლო დაწესებულებაში გამოვლენილი კანონდარღვევების გათვალისწინებით მიიღო. ამასთან, საბჭოს დასკვნის თანახმად, ავტორიზაციისთვის საჭირო სამივე სტანდარტი (საგანმანათლებლო პროგრამები; მატერიალური რესურსი; ადამიანური რესურსი) დარღვეული იყო.
სახალხო დამცველი პროკურორ ჯარჯი წიკლაურის ბრალდებებს პასუხობს
6 სექტემბერი, 2017
სახალხო დამცველი ეხმაურება ე.წ. „ციანიდის საქმის“ პროკურორის ჯარჯი წიკლაურის საჯარო განცხადებას და მოუწოდებს მას, თავი შეიკავოს განზრახი არასწორი განცხადებებისგან, პატივი სცეს სახალხო დამცველის კონსტიტუციურ მანდატს და პროფესიული პატივისცემა შეინარჩუნოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელთა მიმართ.
სახალხო დამცველის განცხადება ე.წ. ციანიდის საქმის განაჩენთან დაკავშირებით
6 სექტემბერი, 2017
სახალხო დამცველი ეხმიანება ე.წ. ციანიდის საქმეზე გამოტანილ განაჩენს და მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენით მართლმსაჯულება არ აღსრულდა.
ოკუპირებულ ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია
5 სექტემბერი, 2017
ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხანძარი სამ სექტემბერს, ღამის საათებში, გაჩნდა. ცეცხლი გორის მუნიციპალიტეტის სოფლების: ზემო არცევის და ოკუპირებული ოტევის მიმდებარე ტერიტორიაზე ბუჩქნარს გაუჩნდა, რომელიც ფოთლოვანი ტყის მასივში გავრცელდა. ოკუპირებულ ტერიტორიაზე გაჩენილი ცეცხლი იმდენად გაძლიერდა, რომ საოკუპაციო ხაზთან მდებარე ქართული სოფლებიდან ჩანდა. ხანძრის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, მთელი ღამის განმავლობაში, საოკუპაციო ხაზის პერიმეტრზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და ტექნიკა.
ადამიანის უფლებათა ცენტრი ე. წ. ციანიდის საქმეზე გამოტანილ განაჩენს აფასებს
5 სექტემბერი, 2017
ადამიანის უფლებათა ცენტრი არ იზიარებს ე. წ. ციანიდის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს, რომლის ძალითაც დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.