ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საჩხერის #50 საოლქო კომისიაში 42 000 ამომრჩეველი იყო დარეგისტრირებული. აქედად 1008 ამომრჩეველი ოკუპირებული სოფლის - პერევის მკვიდრია. საჩხერის საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა აქტივობა 52%-ით დაფიქსირდა. პერევის მოსახლეობიდან კი მხოლოდ 35%-მა შეძლო არჩევანის გაკეთება. პერეველები სოფელ ჯვრიაშის საარჩევნო უბანზე აძლევდნენ ხმას. თუმცა, ბევრმა ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვლა ვერ შეძლო.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, პერევიდან მოსახლეობა ხმის მისაცემად წინა დღეებში გადმოვიდა, რათა 30 მაისს მასობრივად საზღვრის გადმოკვეთა რუსი ოკუპანტებისთვის თავალშისაცემი არ არ ყოფილიყო. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს პერევიდან ამომრჩეველთა დაახლოებით 12%-მა გადმოვიდა, დანარჩენმა 23%-მა კი პერევი წინა დღეებში გადმოკვეთა და ნათესავებთან დარჩა.
პერევიდან მოსახლეობა ძირითადად იმ სამგზავრო ავტობუსებით გადმოვიდა, რომლებიც დღეში ორჯერ საჩხერე-პერევის მიმართულებით მოძრაობს. „საზღვრის“ გადმოკვეთისას რაიმე ექცესებს ადგილი არ ქონია.
როგორც საჩხერის მუნიციპალიტეტის საოლქო კომისიის თავმჯდომარე, ნატო მუმლაძე აცხადებს, ოლქში არც ერთი არასამთავრობო ორგანიზაციიდან და პოლიტიკური პარტიიდან საჩივარი არ შესულა.
საჩხერის #50 ოლქში ხმების უმრავლესობა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოიპოვა.
მარიკა ვაჭარაძე