კომპანია „ელიტ ელექტრონიქსის“ სათაო ოფისის წინ, რომლიც ყაზბეგის #24-ში მდებარეობს, თანამშრომელთა პროტესტი უკვე მეორე დღეა, გრძელდება.
კომპანიის იინფორმაციით, თბილისში, ჭავჭავაძის #78/88-ში მდებარე „ელიტ ელექტრონიქსის“ მაღაზიის წინ დღეს ბათუმის მაღაზიების თანამშრომელები და მათი ოჯახის წევრებიც შეიკრიბნენ. ისინი კომპანიის ხელმძღვანელობასა და ხელისუფლებას სამუშაო ადგილების შენარჩუნებას სთხოვენ.
თანამშრომელთა განცხადებით, მათი ოჯახების ერთადერთი შემოსავალი აღნიშნული სამსახური იყო.
კომპანიის თაამშრომლები სამუშაო ადგილების დაკარგვას დღეს 11:00-დან 15:00 საათამდე გააპროტესტებენ.
„ელიტ ელექტრონიქსი“ ფინანსური პოლიციის მიერ დარიცხულ 7 მლნ ლარზე 2007 წლიდან სასამართლო დავებს აწარმოებს და პროცესი ჯერაც არ დასრულებულა. აღნიშნული თანხის ამოღების მიზნით, საბანკო ანგარიშებს 2009 წლის 10 აგვისტოს ინკასო დაედო. კომპანია ამ პერიოდში მაინც განაგრძობდა ნაღდი ანგარიშსწორებით მუშაობას. 21 აგვისტოს კი, ფულის ამოღების მიზნით სავაჭრო ობიექტებზე საგადასახადო ინსპექცია შევიდა, რის გამოც კომპანიამ „ელიტელისა“ და „ელიტ ელექტრონიქსის“ მაღაზიათა ქსელი დახურა. მაღაზიები უკვე მე-6 დღეა დახურულია.
ამ თემაზე:
წყარო: „ინტერპრესნიუსი“