18:53, Monday, 18.11.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ჰომოსექსუალიასტად შერაცხული ბრიტანელი პედაგოგი ქართულ მედიას უჩივის

11.11.2010

ბრიტანელი ინგლისური ენის პედაგოგი თომას ფლეთჩერი ქართული საინფორმაციო საშუალებების წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს. მედიას ფლეთჩერი დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა განაცხადა.

ქართულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ფლეთჩერის ფოტოები, რომელიც მის პირად გვერდზე „ფეისბუქში“ იყო განთავსებული. ფოტოები გამოქვეყნდა სათაურით - „თომასის და მისი მეგობრების სექსუალური თამაშები“.

„ეს ფოტოები ფალსიფიცირებულია, მაგრამ ფაქტია, რომ თომას ფლეთჩერი ჰომოსექსუალად მონათლეს. უცხოელი პედაგოგები დეზინფორმაციის გავრცელების გამო სასამართლოში ჩივილს აპირებენ. სამწუხაროდ, ქვეყანაში არის ხალხი, რომელიც მზადაა, ყველაფერი ჭუჭყში ამოსვაროს, ეს ძალიან ცუდია“, - განაცხადა მინისტრმა.

შაშკინის თქმით, მან ფლეთჩერს ამ შეურაცხყოფის გამო ბოდიში პირადად მოუხადა.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორწლიანი პროგრამა "ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად" 2010 წლის 1 მარტს დაიწყო. ამ პროგრამის მონაწილეა თომას ფლეთჩერიც. პროგრამა საქართველოში ინგლისურ ენაზე მოლაპარაკე 1000 მოხალისის ჩამოსვლას ითვალისწინებს.

მომზადებულია apsny.ge-ს მიხედვით.

ამბები.გე
Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
სახელი: იურისტი
2011-02-08 16:12
საქართველოში ყოველთვის დავინტერესდებით რა ღირებულებების მატარებელ პიროვნებასთან გვაქვს ვერბალური ურთიერთობა მაგრამ მთელი პრობლემა არის ის რომ ვეძებთ ადამიანში მხოლოდ უარყოფითს. ფლეთჩერი ჰომოსექსუალი არ არის და ქვეყნის სირცხვილია თუ სარჩელი შეიტანა....
სახელი: კევინ
2010-11-20 19:04
საშინელებაა, როდესაც ადამიანის პირადი ცხოვრების გამო ასეთ სკანდალს აქვს ადგილი, მრცხვენია რომ 21-ეე საუკუნის საქართველოში ჟურნალისტები, ასეთი საქმით არიან დაკავებულნი, ვის რაში აინტერესებს სხვისი პირადი ცხოვრება, როდემდე უნდა გაგრძელდეს საქართველოში ინკვიზიცია რელიგიური ნიშნისა და არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის გამო...
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC