კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქალთა კოლონიაში მცირეწლოვანი შვილების დედები დღეიდან უვადო შიმშილობას იწყებენ

30 იანვარი, 2012

ქალთა კოლონიაში მცირეწლოვანი ბავშვების დედები 30 იანვრიდან უვადო შიმშილობას იწყებენ. ამის შესახებ „პირველს“ უფლებადამცველმა ნანა კაკაბაძემ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, შიმშილობის აქციას იწყებენ პატიმრები - იზოლდა ქველიძე, თამილა ბართაია, ელენე თუშიშვილი, სედა სოგომონიანი და ია ხვიჩია, რომელთაც მცირეწლოვანი (3 წლამდე) შვილები ჰყავთ, რადგან ციხის ადმინისტრაცია მათთვის ბავშვების ჩამორთმევასა და მიუსაფარ ბავშვთა სახლში გადაყვანას აპირებს.

კაკაბაძის განცხადებით, პატიმარ ქალებს უფლება აქვთ, 3 წლამდე ბავშვები სასჯელაღსრულების სისტემაში თან იყოლიონ, 3 წლის შემდეგ ბავშვების საცხოვრებელის შესახებ გადაწყვეტილებას ადმინისტრაცია იღებს.

მისივე განმარტებით, ზემოაღნიშნულ შემთხვევებში, ძირითადად, ბავშვებს ოჯახები არ გააჩნიათ და მათ მიუსაფართა საცხოვრებელში გადაყვანა ელოდება, რაც მშობლების პროტესტის მიზეზს წარმოადგენს.

საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები