გიორგი ცაგარეიშვილი მისი შვილის ცემაში ბრალდებულის ოჯახისთვის ბოდიშის მოხდას არ აპირებს
24.05.2012
ინტერპრესნიუსი
დეპუტატი გიორგი ცაგარეიშვილი მისი შვილის ცემაში ბრალდებულის ოჯახისთვის ბოდიშის მოხდას არ აპირებს. „კიდევ მე უნდა მოვიხადო ბოდიში და თან ვის უნდა მოვუხადო?! სახლში შემომეჭრნენ, 5 კაცი წამოადგა ჩემ შვილს თავზე, სიკვდილს ძლივს გადაურჩა და კიდევ ბოდიშის მოხდას ითხოვენ? სინდისი და ნამუსი ხომ უნდა არსებობდეს?! იჩივლონ სადაც უნდათ“, - განუცხადა ცაგარეიშვილმა „ინტერპრესნიუსს“.
დეპუტატის განმარტებით, პოზიცია, რომ მის შვილს პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით გაუსწორდნენ, არ შეუცვლია. „ვიდრე ხელისუფლება საპირისპიროს არ დამიმტკიცებს, ყოველთვის ამ აზრზე დავრჩები“, - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.
ამასთან, ცაგარეიშვილის მტკიცებით, გარკვეული პერიოდის წინ, მას თითქმის მთელი თვის განმავლობაში პროკურატურიდან უკავშირდებოდნენ ოჯახის ადვოკატის მეშვეობით და სთხოვდნენ, დაეწერა უწყებისადმი სპეციალური მიმართვა, სადაც დაადასტურებდა, რომ აღნიშნული ქმედება პოლიტიკური ანგარიშსწორების ნიშნებს არ შეიცავდა.
„ეს შეთავაზება მოხდა რამდენჯერმე. მინდა ისიც აღვნიშნო, რომ საქმეში დევს დაზარალებული ზურაბ ცაგარეიშვილის განცხადება, რომელიც ამბობს, რომ პატიობს ქმედებას დამნაშავე ერგემლიძეს და აქვე აფიქსირებს, რომ მასთან არანაირი პრეტენზია არა აქვს. ძალიან მაინტერესებს, რა მნიშვნელობა ექნებოდა გამოძიებისთვის ჩემგან იმის თქმას, რომ ჩემი შვილის ცემა პოლიტიკას არ უკავშირდებოდა? ამ ყველაფრის შემდეგ დამნაშავის ოჯახის განცხადებამ კიდევ ერთხელ განმიმტკიცა შეხედულება, რომ დანაშაულში პოლიტიკური მოტივი იკვეთება“, - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.
დეპუტატი ეჭვობს, რომ მისი შვილის ცემაში ბრალდებულის ოჯახზე ხელისუფლების მხრიდან გარკვეული ზეწოლა მიმდინარეობს.
„მინდა ვთხოვო ამ ოჯახს, რომ ნუ გახდება ხელისუფლების ხელში ბრმა იარაღი“, - დასძინა დეპუტატმა.
გაზეთ „რეზონანსის“ ინფორმაციით, ცაგარეიშვილის შვილის ცემაში ბრალდებულის, ივანე ერგემლიძის დედა, თინათინ ერგემლიძე გიორგი ცაგარეიშვილისგან ცილისწამებისთვის საჯაროდ ბოდიშის მოხდას მოითხოვს.
თინათინ ერგემლიძის განცხადებით, 14 დეკემბერს ახალგაზრდებს შორის ჩხუბი დეპუტატმა პოლიტიკურ ანგარიშსწორებად შეაფასა. ბრალდებულის დედის თქმით, მისი შვილი გიორგი ცაგარეიშვილის ვაჟმა, ზურაბ ცაგარეიშვილმა წონასწორობიდან გამოიყვანა და ფიზიკური შეურაცხყოფა რესტორანში მომხდარ სიტყვიერ დაპირისპირებას მოჰყვა.
თინათინ ერგემლიძის თქმით, ტყუილია ცაგარეიშვილის განცხადება, თითქოს მისმა შვილმა ტვინის შერყევა მიიღო.
„ზონდერად“ ჩემი შვილი თვითონ ცაგარეიშვილმა გამოაცხადა იმ საბაბით, რომ ის კონტრდაზვერვაში მუშაობდა...ჩემი შვილი კონტრდაზვერვაში 2007-2009 წლებში მუშაობდა და მომხდარს მის ყოფილ სამსახურთან არავითარი კავშირი არ აქვს“, - განაცხადა თინათინ ერგემლიძემ.
მისი თქმით, ოჯახი ხედავს, რომ ცაგარეიშვილი ბოდიშის მოხდას არ აპირებს და ამიტომ იძულებულნი არიან, სასამართლოს მიმართონ და დეპუტატს ბოდიში ასე მოახდევინონ.
თინათინ ერგემლიძემ ცოტა ხნის წინ ადამიანის უფლებათა ცენტრსაც მიმართა. humanrights.ge-ს სტატიაც მოამზადა, რის შემდეგაც თემით გაზეთი „რეზონანსიც“ დაინტერესდა.
დატოვეთ თქვენი კომენტარი
სხვა სიახლეები
რუსთავში დანაშაულის აღკვეთისას მოქალაქე დაიჭრა
GNCC-ის წევრებმა გასულ წელს პრემიის სახით 331 ათასი ლარი მიიღეს
პარლამენტის თავმჯდომარემ დაცვის წევრების ქმედებებზე ისაუბრა
შსს სხეულზე სატარებელი ვიდეო-სამეთვალყურეო კამერის შეძენას გეგმავს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმეზე პატიმრობაში მყოფ პირებზე ზეწოლის ფაქტები გამოძიებული უნდა იქნეს
არქივი
ბლოგი
ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
რედაქტორის აზრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?

