კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრმა საქართველოში საარჩევნო პროცესის მონიტორინგის პროექტი დაიწყო

19 ივლისი, 2012

საარჩევნო პროცესის მონიტორინგის მიზანია უზრუნველყოს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების აქტიური მონაწილეობა სამართლიანი საარჩევნო პროცესის განხორციელებაში - წინასაარჩევნო, უშუალოდ კენჭისყრის დღეს და არჩევნების შემდგომ პერიოდზე მონიტორინგის მეშვეობით. პროექტი ხორციელდება საქართველოში აშშ-ის საელჩოს და „ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის“ (NED) მხარდაჭერით.

პროექტის ფარგლებში მოხდება არჩევნების მონიტორთა (ჟურნალისტების, იურისტების და ა.შ.) დიდი ჯგუფის („ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED) პროექტის იურიდიული დახმარების ჯგუფისა და ჟურნალისტების - რეგიონალური კორესპონდენტების) მომზადება და ორგანიზება საარჩევნო პროცესზე დასაკვირვებლად.

მონიტორების მიერ საარჩევნო პროცესის დროს გამოვლენილი დარღვევების შესახებ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, შედგება შესაბამისი, დეტალური ანგარიშები, რომლებიც გადაეგზავნება ყველა დაინტერესებულ მხარეს. გამოყენებული იქნება  ადამიანის უფლებათა ცენტრის რეგიონალური ქსელი, რომელიც ადგილზე გაუწევს კოორდინაციას დამკვირვებლებს.

პროექტის ფარგლებში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი: (+995 32) 2 45 45 33; (+995 32 2 37 69 50), რომელზეც იმორიგევებენ ცენტრის იურისტები და კონსულტაციას გაუწევენ არჩევნებში მონაწილე ყველა დაინტერესებულ პირს. ისინი ასევე უზრუნველყოფენ ჩვენი ორგანიზაციის დამკვირვებლების სწრაფ და ადეკვატურ სამართლებრივ რეაგირებას შესაბამის დარღვევებზე. ასევე, იმოქმედებს ელექტრონული ფოსტა - archevnebi2012@gmail.com , რომელზეც შესაძლებელი იქნება დარღვევებთან დაკავშირებული ფაქტობრივი მასალის მოწოდება და მათი შემდგომი ასახვა ჩვენს ვებ-გვერდზე: http://www.humanrights.ge/.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, დასახელებულ კოორდინატებზე შეგვატყობინოთ თქვენს ხელთ არსებული ინფორმაცია საარჩევნო პროცესში მომხდარი დარღვევების თაობაზე. ჩვენ, შესაბამისი პროექტის ფარგლებში, ვეცდებით მომზადებულ ანგარიშებში ავსახოთ ყველა ეს დარღვევა და მოვახდინოთ თითოეულ მათგანზე ადეკვატური სამართლებრივი რეაგირება.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები