02:01, Saturday, 11.07.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ნინა ხატისკაცს გაურკვეველი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა შეურაცხყოფა მიაყენა

01.10.2012

Humanrights.ge

ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელი, ექსპერტი საარჩევნო საკითხებში, ნინა ხატისკაცი თბილისში ვაკის მე-2 საარჩევნო ოლქზე აკვირდებოდა სამ საარჩევნო უბანს: მე-11, მე-12, და 76-ე უბნებს, სადაც ფაქტობრივად, ერთნაირი ტიპის დარღვევები დააფიქსირა.

საარჩევნო უბნის გარეთ იდგნენ ავტომანქანები და მასში მყოფი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები საარჩევნო უბნიდან გამოსულ ამომრჩევლებს ართმევდნენ გაურკვეველ ფურცლებს, ასევე ეკითხებოდნენ რაღაც ნომერს და ამომრჩევლის გვარს. ამომრჩევლები მხოლოდ ამის შემდეგ ტოვებდნენ საარჩევნო უბანის ტერიტორიას.

ნინა ხატისკაცის შეფასებით, ეს ფაქტი მიუთითებს, რომ ნაციონალური მოძრაობა გავლენას ახდენს ამომრჩეველთა ნებაზე.
 
მისივე ინფორმაციით, დამკვირვებლებს ასევე ხელი ეშლებათ საარჩევნო პროცესის მონიტორინგში, რადგან თითქმის ყველა რეგისტრატორის მაგიდა დგას კედელთან ახლოს და 5 რეგისტრატორის შემთხვევაში, რთულდება შუაში მდგომი რეგისტრატორების დაკვირვება და საარჩევნო სიის კონტროლი, სადაც შეიძლება დაფიქსირდეს სიებთან დაკავშირებული დარღვევები.

დამკვირვებლებმა მაგიდების გაცალკევება მოითხოვეს, მაგრამ კომისიამ მაინც არ მოახდინა რეაგირება, რითაც დღის განმავლობაში გართულებული იყო  დაკვირვების პროცედურა დამკვირვებლებისათვის.

კამერებს სთხოვდნენ გადაეღოთ მხოლოდ საარჩევნო ყუთი, რაც მხოლოდ ნინა ხატისკაცის დაჟინებული მოთხოვნის და საოლქო საარჩევნო კომისიიდან დასტურის შემდგომ აღმოიფხვრა.

მე-12 და მიმდებარე უბნებზე დამკვირვებლის სტატუსით მყოფი ირაკლი კვარაცხელია, რომელიც წარმოადგენდა ორგანიზაციას - „მომავლის არჩევანი“, მკვეთრად აჭარბებდა თავის უფლება-მოვალეობებს და ითვისებდა საარჩევნო კომისიის წევრების ფუნქციებს. კერძოდ,  ნინა ხატისკაცის მიერ შედგენილ საჩივრებზე, კვარაცხელია პასუხობდა კომისიის წევრების ნაცვლად და კამათობდა მასთან, უფრო მეტიც - ხელითაც კი შეეხო.

„ეს ადამიანი აქტიურად ერეოდა საარჩევნო პროცესში და გამოკვეთილად წარმოადგებდა მხარეს ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ. ერთ-ერთ ამომრჩეველს მან გამოართვა პირადობის მოწმობა და საარჩევნო ბარათი, რაზეც მე მივუთითე მას და რომ ამის უფლება არ ჰქონდა. ჩემს შენიშვნებზე, რასაც გამოვთქვამდი კომისიის წევრების მისამართით, იგი მეპასუხებოდა, რაზეც მას კორექტულად მივმართე, რომ თავი შეეკავებინა ისეთ თემებზე პასუხებისგან, რაც მის კომპეტენციას სცილდებოდა. ამაზე მითხრა - წესიერად ილაპარაკეო, ჩემსკენ გამოიწია და ხელით შემეხო. ამ ინციდენტის თაობაზე მე საჩივარიც დავწერე და ორ მოწმეს მოვაწერინე ხელი“, - ამბობს ნინა ხატისკაცი.

შემდგომში ირაკლი კვარაცხელია ასევე იდგა გარეთ მყოფ მანქანასთანაც, სადაც ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები იყვნენ შეკრებილი და უბნიდან გამოსულ ამომრჩეველს ნომერს და გვარს ეკითხებოდნენ. ხატისკაცის შეკითხვაზე - თუ რა ნომრებზე იყო საუბარი და რატომ ხდებოდა უბნის ტერიტორიაზე ამომრჩეველთა გვარების აღწერა, მათ უპასუხეს: ეგ „ნაციონალური მოძრაობის ოფისში გაარკვიეთო!

ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლებმა გაურკვეველი წარმოშობის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები კიდევ სხვა ბევრ უბანზე დააფიქსირეს. ადამიანის უფლებათა ცენტრს აქვს ეჭვი, რომ მსგავსი რამდენიმე ორგანიზაცია სპეციალურად შეიქმნა არჩევნების დღისთვის, რათა მათ საარჩევნო უბნებზე მხარი დაუჭირონ არჩევნების გაყალბებას ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ.

დარღვევა ასევე დაფიქსირდა ქ. თბილისში, საბურთალოს #65 უბანზე. როგორც ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელი გიორგი ნანუაშვილი ამბობს, უბანზე დილიდან ხალხმრავლობა იყო. ოთახში განლაგებულ მაგიდებიდან 4 სრულიად თავისუფალი იყო. მიუხედავად ამისა, კართან მდგომი კომისიის წევრი ამომრჩეველს უფლებას არ აძლევდა, შესულიყო უბანზე, რაც, დამკვირვებლის აზრით, ხელოვნურად აფერხებს საარჩევნო პროცესს.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

ძალადობის მსხვერპლი ქალები
ასაკის მატებას ერთი უპრატესობა აქვს, მრავალწლიან გამოცდილებასთან ერთად საზოგადოებრივი ცნობიერების ცვლილების უშუალო მონაწილე ხდები. ეს ცვლილებები შემდეგ უკვე საკანონმდებლო ცვლილებებში აისახება. დრო ცვლის
ვრცლად...
ქალ პატიმართა მოლოდინები
სექსუალური უმცირესობები საქართველოს ციხეებში
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC