კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პარლამენტის შენობიდან გატანილ ქონებაზე ოფიციალური მონაცემები არ არსებობს

19 ოქტომბერი, 2012

მოძრავი ქონება, რომელსაც პარლამენტი განკარგავდა და საკმაოდ სოლიდური ღირებულების იყო, ადგილობრივ თვითმმართველობებს გადაეცათ. თუმცა, გატანილ ქონებასთან დაკავშირებით სათანადო დოკუმენტაციის შედგენა ახლა მიმდინარეობს და საბუთები უკანა რიცხვით თარიღდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ინფორმირებულმა წყარომ აცნობა.

„უკანა რიცხვით ადგენენ საბუთებს, რომ თითქოს პარლამენტს ავეჯის თუ სხვა საყოფაცხოვრებო ინვენტარის გადაცემა გამგეობებმა სთხოვეს. პარლამენტიდან გატანილი ქონება დოკუმენტურად სწორედ ახლა აღირიცხება და გადაცემასთან დაკავშირებული შესაბამისი საბუთები ახლა დგება, თან ყველა ასეთი საბუთი უკანა რიცხვით არის დათარიღებული“, - აცნობეს „ინტერპრესნიუსს“ ანონიმურად პარლამენტის აპარატიდან.

პარლამენტის შენობის დაცლა ივლისში დაიწყო და აგვისტოში უკვე გატანილი იყო ყველა მოძრავი ქონება – ტექნიკური საშუალებები, ავეჯი, საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნივთები.

ამასთან, როგორც ცნობილია, დაიშალა პირველი რესპუბლიკის, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზები და პლენარულ სხდომათა დარბაზი. პარლამენტის შენობის ფლიგელებსა და ფოიეებს შორის გასასვლელი კარებიც კი ჩამოიხსნა.

ამასთან, პარლამენტის შენობიდან გატანილ ქონებასთან დაკავშირებით ოფიციალური მონაცემები არ არსებობს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სააგენტომ თავდაპირველად სწორედ პარლამენტის აპარატის უკვე ყოფილ ხელმძღვანელთან დავით ჯანიაშვილთან დაკავშირება სცადა. თუმცა ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. პარლამენტის მიერ ქონების თვითმმართველობებზე გადაცემის შესახებ ინფორმირებული არიან ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში, რომელიც მოძრავ ქონებას განკარგავს. თუმცა, რამდენად კანონით დადგენილი პროცედურის შესაბამისად განახორციელა უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ ეს პროცესი, ამის თაობაზე სააგენტოში ვერაფერს ამბობენ.

„ჩემი ინფორმაციით, პარლამენტმა ქონების რაღაც ნაწილი თვითმმართველობებზე გადაანაწილა, რაც ჩვენს გარეშე მოხდა, ხოლო ჩვენთან საუბარია ქონების დარჩენილი ნაწილის გადმობარებაზე. ჯერ ჩვენ არანაირი ქონება არ მიგვიღია და ამიტომ როდესაც გადმოვიბარებთ, აღრიცხვაც მაშინ მოხდება“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა ქეთევან კიკნაძემ, რომლისთვისაც ჯერ უცნობია, რა ქონება დარჩა პარლამენტს სააგენტოსთვის გადასაცემად.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები