კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მეხუთე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მსჯავრდებული შიმშილობს

19 სექტემბერი, 2013
 
თამთა  თვალავაძე
   
ქალთა პატიმრობის  ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის  დაწესებულებაში მსჯავრდებული თამარ ტალიკაძე ორი დღეა შიმშილობს. ტალიკაძე  მის წინააღმდეგ   წარმოებული სისიხლის სამართლის საქმის  გადასინჯვას და იუსტიციის  მინისტრ თეა წულუკიანთან,  პარლმანეტის  ადამიანის უფლებათა  კომიტეტის   თავმჯდომარე  ეკა  ბესელიასთან, პარლამენეტის  ვიცესპიკერთან მანანა კობახიძესთან და იურდიული კომიტეტის  წევრ  ზაქარია  ქუცნაშვილთან შეხვედრას  ითხოვს.

თამარ  ტალიკაძე  2007 წლის  აგვისტოდან საჯელს  იხდის   სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით. აღნიშნული გულისხმობს ნარკოტიკული საშუალებების  როგორც  ქვეყნის  შიგნით , ისე  ტრანზიტულ გადატანას.სასჯელის  შეკრებითობის  პრინციპით 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებით მას განესაზღვრა პატიმრობის ვადა 30  წელი.

2012 წლის 28 დეკემბერს   „ ამნისტიის  შესახებ“ საქართველოს  კანონის გამოყენებით,  მსჯავრდებულს პატიმრობის ვადა - 30 წელი  1/3-ით შეუმცირდა. მსჯავრდებული მიიჩნევს, რომ ამნისტიის კანონი მის მიმართ არ გამოიყენეს  სრულად და ითხოვს  საქმის  ხელახლა გადახედვას. 

თამარ ტალიკაძის თქმით, მას მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს. მისივე თქმით, ის შიმშილობას იქამდე არ შეწყვეტს, სანამ მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

ახალი ამბები