კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის ახალი პროექტი

21 თებერვალი, 2018
 
ადამიანის უფლებათა ცენტრმა დაიწყო ახალი პროექტი - „2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიების მონიტორინგი საქართველოში“. 

პროექტი მოიცავს ორ კომპონენტს: 1) 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებული პირების უფლებების დაცვის ხელშეწყობასა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ საქართველოში მიმდინარე გამოძიების პროცესზე დაკვირვებას და 2) 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დღის მონიტორინგს საქართველოში.

პროექტი ითვალისწინებს 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებული პირებისათვის იურიდიული დახმარების გაწევას, მათი პრობლემების/საჭიროებების გაშუქებას სტატიების მომზადების გზით, ასევე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ აგვისტოს ომის დროს სავარაუდოდ ჩადენილი საერთაშორისო დანაშაულების გამოძიების პროცესზე დაკვირვებასა და დაზარალებულთა უფლებების დაცვის მიზნით ადვოკატირებას, მათ შორის - სასამართლოს სხვადასხვა ორგანოებთან ჩართულობისა და რეკომენდაციების გაზიარების გზით. პროექტი ასევე ითვალისწინებს ვიზიტებს დევნილთა ჩასახლებებში, მათთვის ინფორმაციის მიწოდების, პრობლემების შესწავლისა და შემდგომი ადვოკატირების მიზნით ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე.

პროექტი ასევე ითვალისწინებს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დღეზე დაკვირვებას შიდა ქართლის კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ და ქვემო ქართლისა და კახეთის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში. არჩევნების პროცესში გამოვლენილი დარღვევებისა და მიგნებების შესახებ მომზადდება ანგარიში. არჩევნების მიმდინარეობისა და გამოვლენილი დარღვევების შესახებ ასევე მომზადდება ნიუსები და სტატიები, რომელსაც გამოაქვეყნებს ადამიანის უფლებათა ცენტრის ინტერნეტგამოცემა - www.humanrights.ge. 


ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები