03:52, Wednesday, 18.09.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

საკადრო ცვლილებები გორის მუნიციპალიტეტის მერიაში

02.09.2019

 
 ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის თანამდებობა უკვე  ერთი კვირაა, რაც ვაკანტურია. კონსტანტინე თავზარაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე, მისი მოადგილის პოზიციაზე რამდენიმე კანადიდატურა განიხილება, თუმცა მას არჩევანი ამ დრომდე არ გაუკეთებია. 

„განიხილება რამდენიმე კანდიდატურა და მალე მივიღებ გადაწყვეტილებას" - საკითხთან დაკავშირებით მცირე კომენტარით იფარგლება გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი, რომელიც ჟურნალისტებთან განსახილველი კანდიდატების დაკონკრეტებისგან თავს იკავებს.

გორის მერის მოადგილის თანამდებობა ეკატერინე სუხიშვილმა 22 აგვისტოს პირადი განცხადებით დატოვა. სუხიშვილს თანამდებობის დატოვების მიზეზებზე არ უსაბრია, თუმცა თქვა რომ იგი მუშაობას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთ სსიპ-ში გააგრძელებდა. ეკატერინე სუხიშვილი მერის მოადგილის თანამდებობის დატოვებიდან რამდენიმე დღეში საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოში, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულების კონსულტანტის პოზიციაზე, დაინიშნა.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC