კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა მონიტორინგი და ადვოკატირება პანდემიის შემდეგ - ადამიანის უფლებათა ცენტრის ახალი პროექტი

23 ივლისი, 2020
 
ადამიანის უფლებათა ცენტრმა, საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერით, 1 ივლისს დაიწყო პროექტი „უფასო იურიდიული ადვოკატირება და ადამიანის უფლებების მონიტორინგი კორონავირუსის პანდემიის შემდეგ“,  რომელიც 2021 წლის 30 ივნისამდე გაგრძელდება.

პროექტის მიზანია კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის და პანდემიის შემდგომ პერიოდში სავარაუდო ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების იდენტიფიცირება და ცნობიერების ამაღლება მათზე თბილისსა და საქართველოს ხუთ რეგიონში - შიდა ქართლი, კახეთი, ქვემო ქართლი, იმერეთი და სამეგრელო. 

პროექტის ფარგლებში, როგორც სასამართლოში, ისე ადმინისტრაციულ ორგანოებში და კომერციულ ან/და ბიზნეს კომპანიებში ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტები დაიცავენ იმ მოქალაქეების უფლებებს, რომლებიც: პოლიციის მიერ დაჯარიმდნენ საგანგებო მდგომარეობის დროს ან პანდემიის შემდგომ პერიოდში; ვინც სავარაუდოდ გახდა ფიზიკური ან/და ფსიქოლოგიური ზეწოლის მსხვერპლი სამართალდამცველთა მხრიდან; ვინც დაკარგა სამსახური და შემოსავლის წყარო; ვისი უფლებებიც დაირღვა კომერციული ბანკების ან/და ფინანსური ორგანიზაციების მიერ და ა.შ. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები