კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლები დაბა ბაკურიანში ეთნიკურად ოს მოქალაქეებს შეხვდნენ

4 მარტი, 2022
Humanrights.ge

ადამიანის უფლებათა ცენტრი აგრძელებს კონფლიქტით დაზარალებული ეთნიკურად ოსი მოქალაქეების ქონებრივი რესტიტუციის და მოქალაქეობის დაბრუნების პროცესში მოქალაქეთა სამართლებრივ დახმარებას და ადვოკატირებას. 

1 მარტს ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს დაბა ბაკურიანში მცხოვრებ ეთნიკურად ოს მოქალაქეებთან. 

შეხვედრისას გამოიკვეთა ბაკურიანში არსებული სისტემური პრობლემები, რაც უკავშირდება საკუთრებაში არსებული სხვადასხვა სტატუსის მქონე მიწის ნაკვეთების რეგისტრაციას.
შეხვედრისას მოქალაქეებმა განაცხადეს, რომ გასული საუკუნის 90-იან წლებში სამხრეთ ოსეთში გაღვივებული ეთნიკური კონფლიქტის გამო, ისინი განიცდიდნენ შევიწროებას ნაციონალისტური, აგრესიული ჯგუფების მხრიდან. ამიტომ იძულებით გადაადგილდნენ უცხოეთში, ძირითადად - რუსეთის ფედერაციაში. წლების შემდეგ კი, როცა ვითარება დასტაბილურდა, დაბრუნდნენ დაბა ბაკურიანში. იძულებით გადაადგილებისა და ლტოლვილობის პერიოდში ბაკურიანსა და მიმდებარე სოფლებში საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები მათ მიტოვებული ჰქონდათ, ხოლო საქართველოში დაბრუნების შემდგომ გააგრძელეს ამ ნაკვეთებით სარგებლობა. მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში ამ ნაკვეთებს  ამუშავებენ და 90-იან წლებში გაცემული საკუთრების დამადასტურებელი საბუთებიც აქვთ, საჯარო რეესტრში ვერ ახერხებენ სხვადასხვა სტატუსის მქონე უძრავი ქონების დარეგისტრირებას. 

ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ ეთნიკურად ოს მოქალაქეებს, რომლებიც გასული საუკუნის ეთნოკონფლიქტის შედეგად დაზარალდნენ, სახელმწიფომ პრიორიტეტულად და გამარტივებული წესით უნდა დაუკანონოს მათ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები. 

ამავე დროს, როგორც შეხვედრისას გამოიკვეთა, დაბა ბაკურიანში საკუთრებაში არსებული მიწების რეგისტრაციაზე პრობლემები მხოლოდ ეთნიკურად ოს მოქალაქეებს არ ექმნებათ. ბაკურიანის მცხოვრებლები საუბრობენ ზოგად და სისტემურ პრობლემაზე, რაც თანაბრად ეხება ყველას, ვისაც 90-იანი წლების ე. წ. მიწის რეფორმის დროს ბაკურიანში და მიმდებარე სოფლებში სახელმწიფომ საკუთრებაში გადასცა სხვადასხვა სტატუსის მქონე მიწები, მაგრამ ამ დროისთვის შეჩერებულია ან გაძნელებულია ამ ქონების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებით, რეგისტრაციის პროცესის შეფერხება შესაძლოა, განპირობებული იყოს დაბა ბაკურიანში მიწების შესყიდვით დაინტერესებული სამშენებლო კომპანიების და მათი ბიზნესის უკან მდგომი გავლენიანი სახელისუფლებო წრეების ვიწრო მერკანტილური ინტერესებით. შესაბამისად, ხელისუფლება ვალდებულია, შეისწავლოს მსგავსი კორუფციული რისკები და მიიღოს ადეკვატური გადაწყვეტილებები მოქალაქეთა კანონიერი ინტერესების დაცვისათვის.
 
 

ახალი ამბები