კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლების სასწავლო ვიზიტი ხორვატიაში

9 დეკემბერი, 2022
Humanrights.ge

8 დეკემბერს დასრულდა ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლების სასწავლო ვიზიტი ხორვატიაში, ადამიანის უფლებათა სახლების ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში.

ადამიანის უფლებათა ცენტრს მასპინძლობდა „დოკუმენტა“ - ზაგრების ადამიანის უფლებათა სახლის წევრი ორგანიზაცია.

სასწავლო ვიზიტის მთავარი თემები იყო გარდამავალი მართლმსაჯულება, კონფლიქტების ტრანსფორმაცია, ომის დანაშაულების დოკუმენტირება და წარსულის შეფასება.

5 დეკემბერს შეხვედრა გაიმართა ზაგრების ადამიანის უფლებათა სახლში, სადაც „დოკუმენტას“ წარმომადგენლებმა ისაუბრეს ხორვატიაში 90-იანი წლების ომის დანაშაულების დოკუმენტირების და წარსულის შესწავლის მრავალწლიან გამოცდილებაზე. 

6 დეკემბერს ვიზიტი გაგრძელდა ქალაქ ვუკოვარში, რომელიც 90-იანი წლების ომის ერთ-ერთი მთავარი ეპიცენტრი იყო. სამამულო ომის მემორიალურ ცენტრში ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლების სტუმრობას ხორვატი ბავშვების სასწავლო კურსიც დაემთხვა. მემორიალური ცენტრის მიზანია, საზოგადოებას და განსაკუთრებით - ახალგაზრდებს მიაწოდოს ინფორმაცია ხორვატიის დამოუკიდებლობის ბრძოლების შესახებ.

ამავე დღეს ვიზიტის მონაწილეები ქალაქ პაკრაცში შეხვდნენ ორგანიზაცია „დელფინის“ ხელმძღვანელს, რომელიც მუშაობს დასავლეთ სლავონიაში დიალოგის და მშვიდობის ხელშეწყობის თემებზე. ქალაქი პაკრაცი უნიკალური იყო იმ თვალსაზრისით, რომ აქტიური საომარი მოქმედებების დროსაც კი, გაეროს მხარდაჭერით, აქ მსოფლიოს უამრავი ქვეყნიდან ჩავიდნენ მოხალისეები და ადგილობრივ მოსახლეობას ეხმარებოდნენ ქალაქის აღდგენაში, ასევე - სამოქალაქო აქტივიზმის გაძლიერებასა და მშვიდობის მშენებლობაში. 

7 დეკემბერს ქალაქ პაკრაცში ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლები შეხვდნენ სერბეთის ეკლესიის ეპარქიის წარმომადგენელს, რომელმაც ისაუბრა ხორვატ და სერბ ხალხებს შორის დაპირისპირების შედეგებზე და დღეს არსებულ მდგომარეობაზე.

საღამოს ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლებმა და ვიზიტის მონაწილემ - საქართველოს ახალგაზრდობის ელჩმა გაეროში, დავით ესათიამ მონაწილეობა მიიღეს მრგვალ მაგიდაში, ზაგრების ადამიანის უფლებათა სახლის ოფისში. მათ ადგილობრივ უფლებადამცველებს და აქტივისტებს გააცნეს საქართველოში არსებული ადამიანის უფლებების მდგომარეობა, გარდამავალი მართლმსაჯულების პროცესში არსებული გამოწვევები და ქვეყნის ევროპულ ოჯახში დაბრუნებისთვის საჭირო რეფორმები. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC), ადამიანის უფლებათა სახლების ფონდის (HRHF) ფინანსური მხარდაჭერით, ხორვატიის ადამიანის უფლებათა სახლის წევრ ორგანიზაცია „დოკუმენტასთან“ პარტნიორობით ახორციელებს პროექტს “სასწავლო ვიზიტი ხორვატიაში“.
                                     

Funded by Human Rights House Foundation


ახალი ამბები